"ისეთ დღეში ჩავვარდი ოთხი თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ნერვიულობისგან მკერდის კიბო დამემართა” - გაიანე კარაპეტიანი
სოც.მედია - 12:09, 13 Nov, 2020     1428

„მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ყველასთვის საყვარელი და ყველაზე პოზიტიური მონაწილე, გაიანე კარაპეტიანი, რომელიც მაყურებელმა გამოეჩენი წამიდანვე შეიყვარა, ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების რთულ ეპიზოდებზე და მძიმე დიაგნოზზე საუბრობს.

გაიანე ჟურნალთან მის მძიმე პირად ცხოვრებაზე ჰყვება. მისი თქმით, პირველად 15 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი შვილი გააჩინა, თუმცა ქმარმა უღალატა.

მეორედ კი მეგობრის ძმას მოეწონა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, თუმცა ახლობელებს არ მოსწონდათ, რომ გაიანეს შვილები ჰყავდა. წყვილმა მაინც გადაწყვიტა დაქორწინება, მომავალმა ქმარმა კი გაიანეს სთხოვა, ექიმთან მისულიყო და მოწესრიგებულიყო ბავშვის გასაჩენად. ექიმმა ჰორმონები დაუნიშნა…

„ყველაფერი ჩაგვეშალა, არც თვითონ ჩამოვიდა და არც მე წავედი“, იხსენებს „მასტერშეფის“ მონაწილე.

„შემდეგ ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ვერ აღვადგინეთ ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ცოლიც მოიყვანა. ისეთ დღეში ჩავვარდი, ოთხი თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ნერვიულობისა და წამლებისგან ჯანმრთელობა დამიზიანდა… მკერდის კიბო აღმომაჩნდა, ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, იმ წამლებმა გამოიწვია, რომლებიც ბავშვის გასაჩენად დავლიე და ასევე – ნერვიულობამ.

ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შემეძლო და რითი აღარ ვიმკურნალე, საშვილოსნო ამომიღეს, რომ სიმსივნე იქაც არ გადასულიყო. ახლა 43 წლის ვარ. 9 თვე გავიდა, რაც ოპერაცია გამიკეთეს, ნერვიულობისგან დიაბეტიც დამემართა.

მეუბნებიან, რომ ისეთი ანალიზები მაქვს, შანსი მაქვს, კიდევ დიდხანს ვიცოცხლო. 6 თვეში ერთხელ უნდა ვიარო შემოწმებაზე, ანუ გადავრჩი!. ხალხი ამ დიაგნოზით მრავალი წელი ცხოვრობს და მეც ვიცოცხლებ“.

როგორც გაიანე ამბობს, „ახლა ვარ პუტკუნა, წამლებმა გამასუქა, თორემ ისეთი ლამაზი და გამხდარი ვიყავი…“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42