საქართველოში თითქმის დაზამთრდა და სიმყუდროვის სეზონი დგება. ამ სეზონზე სახლში მეტ დროს ვატარებთ, მითუმეტეს ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. მეტი კომფორტისა და სიმყუდროვისათვის, სასურველი გარემოს შესაქმნელად ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აბსოლუტურად რეალური წვის ეფექტის მქონე და რეალურად გამათბობელ ელექტრობუხრებზე მომხმარებელს აქციას სთავაზობს, რომელიც 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მიჰაუსის“ ბუხრებს ცეცხლის წვის რეალური ვიზუალური ეფექტი აქვთ, ნამდვილისგან თითქმის ვერც გაარჩევთ. ამ ბუხრების ბედნიერი მფლობელები იმასაც ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ცეცხლი იმდენად რეალური და ბუნებრივი ხდება, რომ საერთოდ ავიწყდებათ მისი ხელოვნურობა.
ცეცხლის ალისა და მოგიზგიზე ნაკვერჩხლების რეალისტური ეფექტია ის, რის გამოც ყიდულობენ ელექტრო ბუხრებს – ის ოჯახურ სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის. ამ მხრივ ელექტრო ბუხარი ერთგვარ ოჯახურ კერიას ქმნის, რომელთანაც ჩვენი წინაპრები ზამთრის გრძელ ღამეებს ატარებდნენ. და ასეთი საუკეთესო ნივთების ფასი „მიჰაუსში“ 545 ლარიდან იწყება.
„მიჰაუსში“ წარმოდგენილი ელექტრო ბუხრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მათი მობილურობა. ელექტრობუხრის დადგმა ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი, ოთახის დიზაინისა და მისი მფლობელის სურვილისამებრ. გარდა ამისა, როდესაც აგარაკზე წასვლას გადაწყვეტთ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ბუხრის წაღებაც, რომელიც ქალაქგარეთ ყოფნისას შეუფასებელ სამსახურს გაგიწევთ. მითუმეტეს, რომ ამ ბუხრებს დეკორატიულის გარდა, რეალურად გამათბობელი ფუნქციაც აქვთ.
პანდემიის პირობებში ბევრი ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გასვლას და სწორიც არის, დისტანცირება კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს „მიჰაუსის“ ძალიან კომფორტული ონლაინ მაღაზია საუკეთესო გამოსავალია შენაძენის უსაფრთხოთ გასაკეთებლად.
ასე რომ, იქჩარეთ, ზამთარი კარსაა მომდგარი, აქცია კი მხოლოდ 19 ნოემბრამდე გრძელდება!
მასალის გამოყენების პირობები