რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელმაც რადიოში სიმღერის რემიქსი დააპრემიერა და ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და იმ ინტერნეტ-ბულინგზე, რომლის მსხვერპლიც პერიოდულად ხდება ხოლმე.
გთავზობთ იტერვიუს უცვლელად:
-რატომ ხდება რომ ბულინგის მსხვერპლი ასე ხშირად ხდები და როგორ უმკლავდები ხოლმე ამ ყველაფერს?
-იცი, არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან თვალში ვეჩხირები. ცოტა პოლიტკურიც მგონია ხოლმე ხანდახან. არის მომენტები, როცა ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდება, არცერთ ადამიანს არ უხარია აგრესიული ადამიანების აბობოქრება მის წინააღმდეგ.
რაც შეეხება გამკლავებას, გამოლოცვებზე დავდივარ ხოლმე. ვხუმრობ რა თქმა უნდა, თუმცა არ მაწყენდა ნამდვილად. ამდენი ადამიანის მიერ გამოშვებული ნეგატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებელია, ცუდად აისახება ადამიანზე. არის რაღაცები, რაც შემშლია, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ვინც უსაქმურად ზის, ნინი ბადურაშვილი ახსენდება. არ უნდა აყვე ასეთ ადამიანებს. მილიონ ადამიანს კორექტულად ვერ უპასუხებ. დედაჩემს მიაჩნია, რომ უბრალოდ არ უნდა წაიკითხო ასეთ რაღაცეები.
-შენს შესახებ არაერთი ჭორი გვსმენია, ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საყვარელი იყავი…
-ნებისმიერი ინტერვიუ შეიძლება ისე დაასათაურო, რომ დიდი ამბავი ატყდეს. იცით, მე მაინც მწყდება გული იმაზე, რასაც ჩემზე საუბრობენ. ვფიქრობ, რომ არანაირად არ დამიმსახურებია ეს მიდგომა. ამ ყველაფერს რომ არ უპასუხო, არ არის მარტივი. ყოფილა, რომ კატასტროფები წამიკითხავს და არ შემიმჩნევია, მაგრამ გააჩნია შინაგან განწყობას. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია და ადამიანებს სურთ სხვაზე ანთხიონ ეს ბოღმა.- პასუხობს მომღერალი.
ინტერვიუს სრულად სანახავად დააკლიკეთ.
მასალის გამოყენების პირობები