შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იმყოფებოდა და დროულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზაცია.
სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ ყიფიანის თქმით, ცეცხლი თავდაპირველად ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, შემდეგ კი მეორეს გადაედო. თუმცა ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე გავიდა ჩვენი ეკიპაჟი, ხანძარი ამდროისათვის ჩამქრალია და ცეცხლის სხვა სახლებზე გადასვლის საფრთხე გამორიცხულია", – განაცხადა ყიფიანმა.
შემთხვევის ადგილზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და ქალაქის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ქუთაისის მერის მნოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, დაზარალებულ ოჯახებს მერია ფინანსურად დაეხმარება. „მოგეხსენებათ, სარეზერვო ფონდში თანხა თითქმის საერთოდ არ არის დარჩენილი, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შეძლებისდაგვარად, ამ ოჯახებს აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა მურღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






