"5 ყველაზე უაზრო "ქართული" რეგულაცია პანდემიის ფარგლებში:
1. ბაღების და დაწყებითი კლასების "დახურვა". ყველა სხვა ქვეყანაში - განათლება პრიორიტეტია, აქ კიდევ - პირველი სკოლები და ბაღები დაიკეტა, აღარავინ დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვია განვითარება, კომუნიკაცია, ა.შ.
2. ერთი ოჯახის წევრების რაოდენობის შეზღუდვა მანქანებში - გახსოვთ გაზაფხულზე? ცოლ-ქმარი სა 1 შვილი ერთად, მეორე და მესამე შვილები მანქანას ფეხით რომ უნდა გამოკიდებოდნენ?
3. რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ. მართალია, 22:00-დან თურმე ასმაგად მძვინვარებს კორონა.
4. ცარიელ ქუჩებში, მარტო როცა მიდიხარ - პირბადის ტარება. რა ვიცი აბა, გაჩერებები და აქციები მესმის, მაგრამ როცა მარტო მიდიხარ უზარმაზარ ქუჩაზე? ჯანმრთელობისთვის ჟანგბადის შეზღუდვა კარგი ჰგონიათ? აღარ დავიწყებ, რომ 3 საათში ერთხელ უნდა შეცვალო, ხარჯები და მთელი ამბები, ამ ისედაც ჩამოქცეულ ქვეყანაში.
5. სიცხის გაზომვა ფორმალურად. გუშინ ვიკითხე თავაზიანად:
- რამდენი მაქვს სიცხე?
- აჰ ეს არ მუშაობს...
ხანაც 30 და 15 გრადუსი მაქვს, მოვკვდი ანუ, რავიცი :)
თქვენ რას ფიქრობთ?"- წერს შეროზია.
მასალის გამოყენების პირობები