4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:07, 03 Nov, 2020     1597

ვერძი

ამ დღეს დიდი გაუგებრობა გელით, მაგრამ თავშეკავებას თუ გამოიჩენთ, სერიოზული არაფერი მოხდება. ეცადეთ, ეს წელი სიახლეების გარეშე დაასრულოთ და ცვლილებები მომავალი წლისთვის გადაიტანოთ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრა ან ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი.

კურო

გირჩევთ, ცვლილებები მომავალი წლისთვის გადადოთ და ეს წელი მშვიდად დაასრულოთ. სერიოზული საკითხების მოგვარებისთვის წარუმატებელი დღეა. დოკუმენტები მოაწესრიგეთ, რომ მოულოდნელმა შემოწმებამ არ დაგაბნიოთ. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ნაცნობობა.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ნუ მოახვევთ თავს საკუთარ შეხედულებებს მეგობრებსა და პარტნიორებს. შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. ამ დღეს სერიოზული პრობლემების მოგვარებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ამჟამად მხოლოდ ოჯახი და ბავშვები გაბედნიერებენ. მეტი დრო გაატარეთ მათთან და მეტი ყურადღება მიაქციეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა მოიკლებს, სამაგიეროდ, წლის ბოლოსთვის დაგროვილი საქმეების უმეტესობას წარმატებით გაართმევთ თავს. წლის ბოლო თვეს თუ შრომისმოყვარეობას და მონდომებას გამოიჩენთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

ლომი

გირჩევთ, ცვლილებები მომავალი წლისთვის შემოინახოთ და ძველი წელი მშვიდად დაასრულოთ. წარმატებას და აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თქვენი მოქმედებები მომხდარის რეალურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული.

ქალწული

შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან რაღაც გაუგებრობა მოხდეს, მაგრამ სიმშვიდეს თუ შეინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყურადღება გამოიჩინეთ და გლობალურ პრობლემებს ნუ შეეჭიდებით. გამონახეთ დრო საბუთების მოსაწესრიგებლად. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ნაცნობობა.

სასწორი

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. მოსალოდნელია დაღლილობა და დეპრესია. გირჩევთ, მოკავშირეები იპოვოთ ან ძალები გონივრულად გადაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გამორიცხული არაა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სიმტკიცისა და გამძლეობის გამოვლენა მოგიწიოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, დაგროვილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა ძალიან დაიღლებით და თქვენი აქტიურობა იკლებს. გამორიცხული არაა, რომ საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნებაზე ზრუნვა მოგიწიოთ. გირჩევთ ბავშვებისთვის საინტერესო ღონისძიება მოაწყოთ, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ.

მშვილდოსანი

სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად შეუფერებელი დღეა და არც ამის სურვილი გაქვთ. უმჯობესია, სახლის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ამ დღის ლოზუნგია მშვიდი ოჯახური ბედნიერება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ურთიერთობისთვის, სეირნობისთვის. სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან თუ ახლობლებთან კამათს. გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ, თუმცა ზოგჯერ ამისთვის დიდი ფასის გადახდა გიწევთ.

მერწყული

მშვენიერი დღეა და პრობლემის მოგვარების შანსიც უზომოდ დიდია, თუმცა წლის ბოლოს ახალი საქმეების წამოწყება არ ღირს. ამ დღეს განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა. ახლობელი ადამიანისგან საჩუქარს ან სასიამოვნო ცნობას ელოდეთ.

თევზები

წარუმატებელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. უმჯობესია, მთელი ყურადღება ოჯახს და ბავშვებს დაუთმოთ. მარტოხელა თევზებს სასიამოვნო, მეგობრული გარემო ელით. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს ლამაზი ნივთის შეძენაზე, რომელიც თქვენს დახვეწილ ესთეტიკურ მოთხოვნებს შეესაბამება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42