ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:24, 02 Nov, 2020     1554
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპ ღონისძებების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად ბილაინმა სპოსორობა გაუწია ონლაინ კონფერენციის Startup Touch ჩატარებას.

Startup Touch ეს არის ექსკლუზიური დისტანციური კონფერენცია, რომელიც აკავშირებს სტარტაპებს, ინვესტორებს, მენტორებს, აქსელერატორებს და მეწარმეებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2 დღიანი ღონისძიება ონლაინ ჩატარდა და მას დაეწსრო 200-მდე მონაწილე ევროპიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან - სტარტაპები, ინვესტორები, ბიზნეს „ენჯელები“, აქსელერატორები, სერვის პროვაიდერები და ტექ მედიების წარმომადგენლები. კონფერენციამ გააერთიანა ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ფიჩინგი (Pitch Night), ბუთქემფი, პრეზენტაციები და ვორქშოფები, 1-1-ზე შეხვედრები ინვესტორებთან, მენტორინგი, ნეთვორქინგი და ქრეშ-ტესტი ინოვაციური იდეებისთვის.

შერჩეულმა სტარტაპებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ბუთქემფებში და დაესწრნენ მენტორების სესიებს, ასევე ცოცხალი ფიჩინგის მეშვეობით თავიანთი სტარტაპების შესახებ ინფორმაცია გააცნეს ინვესტორებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს. ღონისძიება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტების ავტორებისთვის. მონაწილეებმა ისარგებლეს Touch-ის სპეციალური პლატფორმით, რომლის მეშვეობითაც დაესწრნენ ვორქშოპებს, დასვეს შეკითხვები, წარადგინეს საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხურები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მათ, ვინც ჩართულნი არიან ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, 5G, რობოტიკა, ღრუბლოვანი სერვისები, აგროტექნოლოგიები, მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები და ეკოტექნოლოგიები.

„ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპების ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს და ვთვლით რომ ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კერძო სექტორის ჩართულობით. ბილაინი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით - მათ შორის გეგმავს და ახორციელებს საერთო პროექტებსაც.“- აცხადებენ ბილაინში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42