"ძალიან დიდ ნეხვში ვართ... დაუშვებელია თავმოყვარე საზოგადოებამ ეს გადაყლაპოს" – გია ნოდია
სოც.მედია - 16:11, 02 Nov, 2020 2078
სოციალური ქსელის პირად გვერდზე გია ნოდია არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ფრთხილად, არაპოპულარული აზრებია!!!!!1. ცხადია, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან სერიოზული დარღვევებით. ეს დარღვევები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს (ამის მაგალითია უდანაშაულო ადამიანების, ივერი გელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის ჩრდილის მისაყენებლად), ისე არჩევნების დღეს.2. დაუშვებელია, თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამ გადაყლაპოს. სერიოზული პროტესტი ბუნებრივი და სამართლიანი რეაქციაა.3. მაგრამ უნდა დავსვათ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად არაკომფორტული კითხვა: რას ემსახურება პროტესტი, ემოციის გამოხატვას (ანუ „ორთქლის გამოშვებას“) თუ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევას? ამაზე ნათელი პასუხი ჯერ არ მაქვს.4. პოპულარული ლოზუნგია პარლამენტის ბოიკოტი. რა შედეგს ვაღწევთ ამ შემთხვევაში? ამას ცხადად ვერავინ ხსნის. აქ შედარების ობიექტი უნდა იყოს 2008 და არა 2003 წელი. „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ექნება 76 მანდატზე მეტი, რაც სავსებით საკმარისია, რომ პარლამენტი ფორმალურად ლეგიტიმური იყოს და იმუშაოს (2003 წელს, „ახალი მემარჯვენეები“ რომ არ მისულიყვნენ პარლამენტში, შევარდნაძეს ამის შანსი არ ექნებოდა). რა მოუტანა 2008 წლის ოპოზიციას პარლამენტში არშესვლამ? არაფერი შემდგომი მარგინალიზაციის გარდა. 2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა.5. საუბრობენ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე. ის ნამდვილად საჭიროა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის იდეასთან მიმართებით მას მნიშვნელობა არა აქვს: პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არცერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება.6. ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება. საერთაშორისო რეაქციების ძირითადი გზავნილი ცალსახაა: დარღვებები სამწუხაროა, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა გადაჭარბებული რეაქციაა.7. თუ საუბარია პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ქართველი ხალხის თვალში, ბოიკოტს გამართლებულად ჩათვლის მხოლოდ ის, ვინც ისედაც უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. „მდუმარე უმრავლესობისთვის“, ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ „ოცნება“ დაიხვევს ხელზე.8. მე-6 და მე-7 პუნქტში გაკეთებული შეფასებებისთვის მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, სახელდობრ რამდენად დიდი იყო საარჩევნო დღის დარღვევების მასშტაბი. „ფორმულის“ ეგზიტ-პოლით (რომელსაც პრომთავრობულ მიკერძოებას ჭკუათმყოფელი ვერავინ დააბრალებს) „ოცნებამ“ 46% მიიღო. არსებითად იგივე შედეგი აქვს ხმების პარალელურ დათვლას ISFED-ის მიერ. ამ უკანასკნელმა დაუშვა, რომ ბიულეტენებში აღმოჩენილი შეუსაბამობებიდან გამომდინარე, კიდევ 4 პროცენტი შეიძლება დავაყენოთ კითხვის ქვეშ, მაგრამ ეს მხოლოდ დაშვებაა, ისიც მაქსიმალური. პოლიტიკურად შედარებით ნეიტრალური დამკვირვებლის ცნობიერებაში დაილექება აზრი, რომ ალბათური (მაგრამ არა დამტკიცებული) განსხვავება ოფიციალურ და სავარაუდო რეალურ შედეგებს შორის 2-4 პროცენტია; ცხადია, ესეც ბევრია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების ზოგადი შედეგი არალეგიტიმურად ცნო. დასავლურ დემოკრატიებში, პარტია რომ 43-45%-ს იღებს პროპორციულ არჩევნებში, ეს დამაჯერებელ გამარჯვებად ითვლება; მით უმეტეს, თუ ის, გარდა ამისა, მაჟორიტარულ კომპონენტში ძალიან ძლიერ შედეგს აღწევს.9. რა არის გამოსავალი? უნდა გაგრძელდეს პროტესტები, მაგრამ მათი მიზანი მიღებული ხმების დაცვა და ოფიციალური შედეგების სამართლიან შედეგებთან მიახლოება უნდა იყოს, თუნდაც ეს ოპოზიციის საერთო გამარჯვებას არ ნიშნავდეს.10. უფრო რადიკალური მოთხოვნების (მაგალითად, არჩევნების შედეგების ზოგადი გაუქმების) დაყენებაც შესაძლებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, მათ ვერ მივაღწევთ; მით უმეტეს, ამ შემთხვევაში „ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერითაც შეიარაღდება. გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს (როგორც 2009 წლის პროტესტებმა გააძლიერა „ნაციონალური მოძრაობა“).კი, ძალიან დიდ ნეხვში ვართ და ამ ნეხვიდან ამოსვლა ადვილი არ იქნება. ეს დიდი ხანია ვიცით (ზოგმა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ზოგი ცოტა გვიან მიხვდა), მაგრამ უნდა ვეცადოთ, ამ ნეხვში კიდევ უფრო არ ამოვიგანგლოთ და ამით პლუს სასაცილოებიც არ გავხდეთ. ამ არჩევნებმა გაგვაწბილა, მაგრამ მისი მძიმე შედეგი კიდევ უფრო არ უნდა დავამძიმოთ", - წერს გია ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა