"ხელმწიფის ნავში ჯდომა ყოველთვის სახიფათოა, რადგან მას ძირი სუსტი აქვს და შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე" - პეტრე კოლხი
სოც.მედია - 20:30, 28 Oct, 2020     1383
სასულიერი პირი, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.მამა პეტრე მედროვე და " სახელმწიფოს ნავში" მჯდომ ადამიანებზე წერს და აცხადებს, რომ ყოველივე ეს სახიფათოა.
"დიოგენესთან რომ მივიდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილოსოფოსი კასრში იჯდა, მსოფლიოს დამპყრობელმა ჰკითხა, რა გსურს, რომ აგიხდესო... გაიწიე, მზეს ნუ ეფარებიო, უპასუხა მოაზროვნენ...ასეა, ვისაც ამ ქვეყნის წარმავალობა გააზრებული აქვს, ვინც აცნობიერებს, რომ ხელმწიფის ნავში ჯდომა ყოველთვის სახიფათოა, რადგან მას ძირი სუსტი აქვს და შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდეს, ვინც მონობის უღელს არასდროს დაიდგამს, მისთვის არავითარი ფასი არ გააჩნია მედროვე და თანამდებობაზე დამონებული ადამიანების მიმართ ანგარებით დამოკიდებულებას.ყოველთვის ის ემონება ტახტს, თანამდებობას, ვინც შინაგან თავისუფლებაზე აცხადებს უარს და მთელი ცხოვრება ვიღაცის რუპორად იქცა...ასეთმა თავიდანვე გადაწყვიტა, მისი არჩევანის თავისუფლება მონობა ყოფილიყო... ასეთები შიშის კანკალით უფრთხილდებიან ადგილს, თანამდებობას და საკუთარ აჩრდილსაც გაურბიან. მუდამ მოწონააღმდეგე და მოქიშპე ელანდებათ. არადა, ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი ავტორიტეტი უნდა ჰყავდეს და ეს არის უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავად იძლევა კლასიკურ მაგალითს... პროტესტიც მან გვასწავლა და ჭეშმარიტებისგან აცდენილი აზრის წინააღმდეგობის გაწევაც.რისი უნდა გვეშინოდეს?! არაფრის, გარდა უფლის დაკარგვისა!..სიბნელე და სინათლე ერთად ვერ დამკვიდრდება, ვერც მონობა და თავისუფლება, სიცრუე და სინამდვილე!..დიოგენეს სულ არ აიტერესებდა, ალექსანდრე მაკედონელი რას დაიპრობდა, რადგან დიოგენე უკვე თავისი აზროვნებით კაცობრიობის გონებას იპყრობდა... კასრში თავისუფლებას ხედავდა, მისი გონება მიწაზე მაღლა დგებოდა!...ასეა, მეტი სინათლე, მეტი!." - წერს პეტრე კოლხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42