29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:35, 28 Oct, 2020     1644

ვერძი

ნერვიული სტრესისა და ფინანსური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად უარი თქვით აქტიურობაზე. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებისას. პარტნიორებთან მოლაპარაკებები გართულდება და სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები და ახლობელ ადამიანებთან სამწუხარო გაუგებრობა.

კურო

გრძნობთ, რომ ყველაზე რთულ საქმეებსაც კი შეეჭიდებით. ამჟამად ყველაზე წარმატებული კოლექტიური საქმიანობა იქნება. პრობლემების დროს ახლობელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თქვენი გრძნობა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება. ხელიდან ნუ გაუშვებთ პროდუქტიული მუშაობისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის საუკეთესო პერიოდს.

ტყუპები

გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელმა პრობლემებმა თავი იჩინონ და მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ. ნუ მოგერიდებათ და დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ თავს დაღლილად და უკმაყოფილოდ გრძნობთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, რაც ბოლო დროს შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით. შესაძლოა, სასიამოვნო ცნობა მიიღოთ.

ლომი

მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა ან შეხვედრა. გირჩევთ, მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ, რადგან, სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება. ეს დღე მთლიანად ინდივიდუალურ საქმიანობას, ოჯახში ფუსფუსსა და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმეთ.

ქალწული

პასიური დღეა. გირჩევთ, სამოგზაუროდ წასვლისგან თავი შეიკავოთ, რადგან წარუმატებელი გამოდგება. ეს დღე სახლის საქმეებს, კლასიკური ლიტერატურის კითხვასა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ. სირთულეების შემთხვევაში დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ.

სასწორი

ეცადეთ, ამ დღეს საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და მთლიანად სულიერი განვითარებით დაკავდეთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ნებისმიერი კონტაქტი ნეგატიური შედეგით დასრულდეს. საღამოს სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება.

მორიელი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ჩვეულზე მაღალია, ამიტომ ადვილად ახერხებთ მუშაობაში ჩართვას და პრობლემებთან გამკლავებას. რისკი და მონდომება აუცილებლად შედეგს მოიტანს. ფორტუნა თქვენს მხარესაა, რაც თქვენს გუნება-განწყობაზეც აისახება.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხიარული და ენერგიით სავსე ხართ, თუმცა გამორიცხული არაა, რომ უსიამოვნო ცნობამ ან ახლობელი ადამიანის უგუნურმა ქცევამ ხასიათი გაგიფუჭოთ.

თხის რქა

თვითდამკვიდრებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებამ შეიძლება სერიოზული შეცდომა და ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. სახლის საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

მერწყული

წინააღმდეგობრივი და გაორებული დღეა. დღის პირველ ნახევარში წარუმატებლობა გელით, რაც თქვენს დაბნეულობას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარი სულიერ წონასწორობასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გულახდილი საუბარი.

თევზები

მშვენიერი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. თავს იმაზე გაცილებით ბედნიერად გრძნობთ, ვიდრე ადრე იყავით. ყურადღება მიაქციეთ დაავადებას, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42