დაცული შეფუთვა არის ევროპული სტანდარტი, რომლის დანერგვაც „ნიკორამ“ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და აქტიურად განაახლა 2018წელს. სწორედ ამ წელს შესთავაზა კომპანიამ მომხმარებელს მსგავსი დაფასოებით პროდუქციის ფართე ასორტიმენტი. მას შემდეგ დაცულ შეფუთვაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და „ნიკორა“ სულ უფრო მეტ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს ამ ფორმით.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, შეფუთული პროდუქციის წარმოება, პროდუქციის დაცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
რატომ შეფუთული? დაცულ შეფუთვაში დაჭრილ, დაფასოებულ პროდუქტს არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის:
ü პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ დაცულია ადამიანის ხელის შეხებისგან;
ü მარკეტში პროდუქტის აწონვისა და დაჭრისთვის, არ გიწევთ რიგში დგომა;
ü შეფუთული პროდუქტი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს;
ü თქვენს მაცივარში, მასზე სხვა საკვები პროდუქტის გემოვნური ზემოქმედება შემცირებულია.
„ნიკორა“ ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და მომხმარებელს 100–ზე მეტი დასახელების მზა ხორცპროდუქტს სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები