ბაჩალიაშვილი მოკლულია - EMC საქმეში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს
სამართალი - 10:49, 27 Oct, 2020     1629

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს. ორგანზიაციამ დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა . მათი თქმით, პროკურატურა ცდილობს საზოგადოება პროგრამისტის თბითმკვლელობაში დაარწმუნოს და საქმეც დახუროს.

"პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი.

უფლებდამცველებს ასევე კითხვვებს უჩენს მანქანაში აღმოჩენილი სისხლის კვალი, ამოღებული ვიდეოჩანაწერები და მარშრუტი, რომელიც, 23 წლის პროგრამისტმა ფონიჭალიდან თეთრიწყარომდე გაიარა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახი და ადვოკატები.

გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42