„ჩვენ ვიცით, როგორ ზრუნავ შენს ავტომობილზე, ამიტომ სპეციალურად შენთვის #10ავტოკვირეული შევქმენით. მომავალი 10 კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, დაელოდე 10 უნიკალურ შეთავაზებას ამბოლისგან და ეკონომიურად, საუკეთესო ფასად მოამზადე ზამთრისთვის შენი ავტომობილი,“ - აცხადებენ ამბოლში.
#10ავტოკვირეულის პირველი აქცია პარასკევს, 23 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ კვირის მანძილზე, ყველას, ვინც ამბოლში 4 საბურავს შეიძენს, კომპანია საჩუქრად გადასცემს ტექინსპექტირების ვაუჩერს და მპპდ-ს (მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას).
კერძოდ, თუ 4 საბურავის ღირებულება 700 ლარამდეა, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ტექინსპექტირება „გრინვეიში“; 700-1200 ლარამდე შენაძენის შემთხვევაში საჩუქრად ტექინსპექტირება და 5 000 ლარიანი მპპდ, ხოლო 1200 ლარს ზემოთ თანხაზე - ტექინსპექტირება და 10 000 ლარიანი მპპდ;
უკვე მომდევნო პარასკევს, 30 ოქტომბრიდან ამბოლი ახალ შეთავაზებას გამოაცხადებს. ასე რომ, არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ ამბოლის ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზება ყოველ პარასკევს.
აქციის ბოლოს ამბოლი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს მათ, ვინც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ შენაძენს გააკეთებს ამბოლის ქსელში. უფასო საწვავი მთელი 2021 წლის განმავლობაში საჩუქრად ერგება მათ, ვინც ამბოლი ქარდზე ყველაზე მეტ ტრანზაქციას დააგროვებს თანხობრივად. კერძოდ:
პირველი ადგილი: 100 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში!
მეორე ადგილი: 50 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში!
მესამე ადგილი: 30 ლიტრი საწვავი ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში!
Amboli Card-ის მიღება ნებისმიერ მსურველს პირველივე შენაძენზე შეეძლება ამბოლის ნებისმიერ ფილიალში, თბილისსა თუ რეგიონებში - ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
თანაც, ამბოლი არ ზღუდავს მომხმარებელს Amboli Card-ით სარგებლობაში და საშუალებას აძლევს, მისი ბარათით ისარგებლონ მისმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, რათა რაც შეიძლება მეტი ტრანზაქცია დაუგროვდეს და გახდეს ლიდერბორდის გამარჯვებული.
მასალის გამოყენების პირობები