სოციალური ქსელის მომხმარებელი სალო ბერიძე პოსტს აქვეყნებს და საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტზე წერს.
ბერიძის მამა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, თუმცა ადგილების არარსებობის გამო ყველა სამედიცინო დაწესებულება პაციენტის მიღებაზე უარს ამბობდა.
სალი ბერიძე ითხოვს, ხმა მიაწვდინონ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, რადგან ქვეყანაში ჯანდაცვის სერიოზული კრიზისია.
"არასდროს მითხოვია არავისთვის დახმარებაა, და არც არასდროს დამიწერია მსგავსი პოსტი. მამას მიკლავენ ხალხოო!!!! ეხლა გთხოვთ მიაწვდინოთ ხმაა ბატონ გახარიას, როგორმე რომ გაიგოს ეს ყველაფერი… და ჩემსავით კიდევ ის ტკივილი არ გადაიტანონ რაც მე გადავიტანე…
მამა ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური სავადმყოფოდან მეტი არაფერი არ მინდა….. (აქ კიდევ იმას აღარ დავწერ სასწრაფო რომ გვყავდა 2 დღის უკან რა გვითხრეს ადგილზე რომ მოვიდნენ) მოგიყვებით სიტუაციას, გუშინ საღამოს 6 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო, მეორე დღეს გამთენიის 5 ის ნახევარზე მოაღწია ჩვენთან, 11 საათიანი ლოდინის შემდეგ…
(3 საათი სასწრაფოს დაგვიანებას არა უშავს და 11 საათი ესეც არა უშავს? ) საათნახევარი სასწრაფო ჩვენთან იყო და არკვევდა რომელი სავადმყოფო მიიღებდა ( აქვე გეტყვით მამას 5 წლის უკან გაკეთებული აქვს შუნტირება გულზე, აქვს შაქარი, არის ინსულინზე ერთ ფეხზე ტერფი მოჭრილი აქვს, მეორე ფეხზე 2 თითი აქვს დარჩენილი ) ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა საავადმყოფოს ეშინია და გაიძახიან ადგილი არაააო….
და ამ დროს ბატონი გახარია გამოდის ტელევიზიაში დაა ბათუმში 800 მდე ადგილიაააო სადაა ადგილი? აქვე მინდა ვთქვა, ის რომ სასწრაფოს ექიმი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ მამაჩემი გადაერჩინა და რომელიმე კლინიკას მიეღოო.. საზღვაო ჰოსპიტალი დაგვთანხმდა გადაყვანაზე მივიყვანეთ და რეანიმაციის განყოფილება არ გვაქვსო… მოვიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და 20 წუთი ზუსტად ემერჯენსის შესასვლელთან ჰყავდათ ისე, რომ კაციშვილს არ გამოუხედია რა მდგომარეობაში იყო პაციენტი.
ექიმი შევიდა, ადგილი არ გვაქვსო, ხან წაიყვანეთო, ამ დროს მე ვარ სახლში მირეკავს დედაჩემი, სასწრაფოს მანქანაში ვზივართ ჟანგბადი დაუმთავრდათო ამათაცო მამაშენი ხელებში მაკვდებაო
(ალბათ ხვდებით ჩემს რეაქციას რა დღეში ჩავვარდებოდი, აქვე დავამატებ იმას მამაჩემი სახლიდან საკაცით კი არა სკამით ჩავიყვანეთ, მეზობლები ვაღვიძეთ და მათ ვეხვეწეთ, რომ ჩაეყვანათ არც დამხმარე ბრიგადა და არავინ ყოლიათ) ამ დროს 7ის ნახევარია, ვდგები და მოვდივარ რეფერალურ სავადმყოფოში, მამაჩემს ვუყურებ უკვე კვდება ცუდადააა სახეზე ფერი აღარ აქვს…
სიმწრისგან ემეჯერნსის შესასვლელში შევედი და კაციშვილი არ იყო დავიწყე ბოლო ხმაზე ღრიალი გინება, ადამიანის ფორმიდან გამოვძვერი, გავმწარდი, მამას მიკლავდენ და ექიმები არაფერს აკეთებდნენ პაციენტისთვის, არც კი შეუხედავთ… სანამ არ ვლანძღე, ვაგინე, არ გავგიჟდი იქამდე არ შეიყვანეს..
ჰოი საოცრებავ ამ დროს რეანიმაციაში ამ კონცერტის მერე ჩნდება ადგილი და ოღონდ დამშვიდდი და შევიყვანთ ეხლავეო, ჩემი მისვლიდან, ჩემი ღრიალიდან გინებიდან ზუსტად 5 წუთში რეაგირება მოახდინეს… მამაჩემი ეხლა რეანიმაციაში წევს… წევს თუ არაა იქ ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ არა არც ის იმიტომ რომ არავისი აღარ მჯერა…. გამოდის ექიმი დაა გვეუბნება პაციენტი ძაან მძიმედაა და ელოდეთ ყველაფერს…
ვსვამ კითხვას, ექიმთან ადგილი თუ არ იყო, სანამ სცენები არ დავდგი მერე როგორ გამოჩნდა? რეაგირება მოახდინეთ ამ ყველაფერზე, გთხოვთ მამაჩემი ცოცხალი გამომაყვანინეთ რეფერალური სავადმყოფოდან…. მაპატიეთ თუ არეულად მიწერია ყველაფერი მაგრამ ალბათ ჩემი სათქმელი და ჩემი ტკივილი ზუსტად გაიგეთ… დამეხმარეთ რომ თქვენც არ აღმოჩნდეთ მსგავს სიატუაციაშიი…. ამ პოსტის მიზანი რა არის ალბათ ხვდებით, რომ მამის ცოცხლად გამოყვანა მინდა რეფერალური სავადმყოოფოდან, რომელიც არის სასაკლაო, აქ ხალხს ბრმა ნაწლავის გამო კლავენ ხალხო….. დაა მინდა, რომ ყველამ იცოდეს რეალურად რა ხდება ბათუმში და არანაირი 800 ადგილი და 1000 ადგილი არ არსებობს.. თუ პატრონი არ გყავს ყველას ფეხებზე კიდიხარ.. ესააა მწარე რეალობა..“- წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.
მასალის გამოყენების პირობები