საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებოთ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის მიმართ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რის გამოც, სამხედრო პირი გეგმავს მიმართოს სასამართლოს:
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






