როგორ გავიმარტივოთ კომუნალურების გადახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 23 Oct, 2020     1573
კომუნალური გადასახადების ხსენებისას ყოველ ჩვენგანს მოსაწყენი, რუტინული გადასახადების კასკადი გვახსენდება, რომელიც ყოველ თვეს მეორდება და ჩვენც ჩვეულებისამებრ ვფარავთ ყველა სახის დავალიანებას. გადასახადების გადასახდელად დროის გამოყოფა ხან ძალიან ჭირს, ხანაც შესაძლოა სრულიად გადაგვავიწყდეს კარზე მომდგარი დავალიანების დაფარვა. თუმცა ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, უკვე შეგვიძლია ზედმეტი სტრესი თავიდან ავირიდოთ და ყველა გადასახადი ერთი კლიკით გადავიხადოთ. თუ თქვენც ყოველი თვის ბოლოს რამდენიმე სახის კომუნალურ გადასახადს იხდით, აუცილებლად დაგაინტერესებთ როგორ გავიმარტივოთ ეს საქმე ისე, რომ გადასახადების გადახდა ორგანიზებული და კომფორტული გახდეს.


სად და როგორ ვიხდით გადასახადებს

კომუნალურებში, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე ტიპის გადასახადს ვგულისხმობთ, მაგალითად ელ. ენერგია, დასუფთავება, ბუნებრივი აირი და.შ. თუმცა მათ გარდა გვემატება სატელეკომუნიკაციო სერვისების დავალიანებაც - ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ. ყოველი თვის ბოლოს კი მართლაც გადასახადების მთელ კასკადს ვიღებთ. ახლა კი დავსვათ კითხვა - სად გადავიხადოთ ეს ყველაფერი მარტივად? უფრო რომ განვავრცოთ - როგორ გადავიხადოთ გადასახადები ჩვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ და დაცულად? თიბისი ფეის მომენტალური გადახდების პლატფორმა ყველა ამ კითხვას სცემს პასუხს.

თიბისი ფეი მომხმარებელს კომუნალური და სატელეკომუნიკაციო სერვისების კომფორტულად გადასახდელად ყველა პირობას უქმნის - თავად აირჩიეთ რომელ ფორმას მიმართავთ - 24 საათიან ვებგვერდს, მობილურ აპლიკაციას თუ ყველაზე ფართო ქსელის მომენტალური გადახდის აპარატებს. რაც მთავარია, ყველა მათგანში ერთნაირი სივრცე დაგხვდებათ, რომელიც მოსახერხებელი ნავიგაციით, მარტივი ინტერფეისით და სანდო და უსაფრთხო გადახდის სისტემით გამოირჩევა.

თიბისი ფეის სისტემაში კომუნალური გადასახადები კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც ძებნას ბევრად აადვილებს. აქ წარმოდგენილია ელ.ენერგიის, წყლის, დასუფთავების და ბუნებრივი აირის 48 კომპანია. მსგავსადაა დაყოფილი სატელეკომუნიკაციო სერვისებიც - ინტერნეტი, ტელეფონი და ტელევიზია. ამ მიმართულებით კი ჯამში 87 კომპანიაა ჩამონათვალში. გარდა ამისა, აქვეა წარმოდგენილი დეველოპერული კომპანიების მიერ შექმნილი საცხოვრებელი უბნებიც, რომელთა დავალიანებასაც მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით.

რატომ თიბისი ფეი

თიბისი ფეის სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს არაერთი საჭირო და სასარგებლო ფუნქციით შეუძლია სარგებლობა. მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ძალიან საჭირო და სასარგებლო ფუნქციით ისარგებლონ - ეს არის შეტყობინება დავალიანების შესახებ. ამ ფუნქციის დახმარებით, თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ დავალიანების დაფარვა და მოულოდნელ უსიამოვნებებსაც თავიდან აირიდებთ.

გარდა ამისა, შეძლებთ შექმნათ სხვადახვა გადახდების შაბლონები და ამის შემდეგ აღარ მოგიწევთ ყოველ ჯერზე აბონენტის ნომრის თუ სხვა საჭირო მონაცემების ხელახალი შეყვანა. ასევე, შესაძლებელია დაამახსოვროთ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ ნებისმიერი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სისტემაში ინახება გადახდების ისტორიაც, რაც ნებისმიერ დროს შესაძლებელს ხდის გადახედოთ წინა გადახდების სიას და ამ გზით უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები.

და ბოლოს, ციფრულ ეპოქაში ონლაინ გადახდებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ პერსონალური და საბანკო მონაცემების უსაფრთხოებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ თიბისი ფეიში თქვენს მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია სანდო, დაცულ და უსაფრთხო სისტემაში სრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42