რამდენჯერმე მეგრულად გვიპასუხა - შეძლებენ თუ არა მძევლები თავდამსხმელის ხმის ამოცნობას?
კრიმინალი - 15:36, 22 Oct, 2020     1870
ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი თავდასხმის დროს შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელი საკმაოდ გამოცდილი იყო, რადგან არ ნერვიულობდა და ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. კვარაცხელიას თქმით, დამნაშავე, სავარაუდოდ, მეგრელი იყო, რადგან ლაპარაკის დროს რამდენჯერმე მეგრულად უპასუხა:

"სროლის ხმა გავიგე და როდესაც გავერკვიე რა ხდებოდა, დავინახე, რომ ეს ადამიანი ბანკში შედიოდა, შემდეგ რამდენადაც პოლიციაში ამბობდნენ, ეს ადამიანი "საქართველოს ბანკთან" მიიყვანა აბსოლუტურად შემთხვევითმა გამვლელმა. ანუ მანქანა გააჩერა და ბანკამდე გაყვა. რაც შეეხება გასროლას, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონი ორჯერ იყო გასროლის ხმა გარეთ. როცა შიგნით შემოვიდა, მაშინ კი ორჯერ განახორციელა გასროლა - შიგნიდან გარეთ იმ ადამიანის მიმართულებით, რომელსაც ხელში კამერა ეჭირა.

თავდამსხმელი გამოცდილი იყო იარაღთან ურთიერთობაში და ასეთ კრიზისულ სიტუაციებში საერთოდ არანირი ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა. ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო. იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა. ჩვენ გვეუბნებოდა, აი, თქვენმა მთავრობამ როგორ დაგიკიდათ ფეხზე და როგორ არ მოიტანა ამდენი ხანი ფულიო. იმიტომ, რომ, როგორც იცით, 6 საათზე ამოიწურა დეტალების დრო.

დეტალებზე შეთანხმება იყო - თანხის მოტანაზე, მანქანის მოყვანაზე, სად უნდა გაჩერებულიყო მანქანა... საბოლოო ჯამში, ჩვენ საჯაროობით გადავრჩით. იქიდან გამომდინარე, რომ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რადგან ეს ინფორმაცია გამოუშვეს, ისინი მაღალი ალბათობით მისი ლიკვიდაციის ბრძანების გაცემას აპირებდნენ და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად დავიხოცებოდით. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქედან ცოცხალი გამოვსულიყავით. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელზეც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ თუ ხელყუმბარა აფეთქდებოდა, ცოცხალი ვერც ერთი გადავრჩებოდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა,რაც ავტომატურად ჩვენს სიკვდილსაც ნიშნავდა.

მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის მათი თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო დამნაშავემ თავის დაღწევა და მიმალვა მოახერხა. მძევლებს შორის იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომელბი, ისე მომხმარებლები. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42