სამხედრო სამსახური გავლილი აქვს და იცის ფორმის ტარების წესები - ვინ არის ზუგდიდელი თავდამსხმელი?
კრიმინალი - 11:54, 22 Oct, 2020     2568

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის შეფასებით და იმ ვიდეო კადრებით, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით ვიხილეთ, შესაძლებელია ზუგდიდელი თავდამსხმელის პროტოტიპის შედგენა.

როგორც ალადაშვილი ყველაზე უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვებითაც კი განმარტავს, თავდამსხმელი შეიარაღებული ძალების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია, რაზეც მისი ფორმა და ქმდებები მიუთითებს:

1. მძარცველს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიიღო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა.

2. ის შეირაღებულია "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით, სავარაუდოდ, დასაკეცკონდახიანი მოდელით, შეიძლება "აკს-74" მოდიფიკაციის.

3. მას ფორმაზე მორგებული აქვს განტვირთვის ჟილეტი, რომელშიც სათადარიგო მჭიდეები უწყვია, სავარაუდოდ 5,45 მმ კალიბრის ვაზნებით.

4. მარჯვენა ხელში, შავი ხელთათმანით უკავია ხელყუმბარა, როგორც ერთ-ერთი მძევალი ამტკიცებს. უცნობია ამ ხელყუმბარის მოდელი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის შეიძლება ან "რგდ"-ს ან "ფ-1"-ის ტიპის იყოს, თუკი ეს უკანასკნელია, მაშინ უფრო სახიფათო სიტუაციაა, რადგან "ფ-1" ძლიერ ხელყუმბარად ითვლება და მისი ნამსხვრევები 7 მ-ის რადიუსში სრული დაზიანების გარანტიას იძლევიან (ისე ნამსხვრევების ნაწილი შეიძლება 200 მეტრამდეც კი გაიტყორცნოს), რაც უფრო საშიშია დახურულ სივრცეში, ოთახში, სადაც მძევლები იმყოფებიან.

5. ნიღბიანი თავდამსხმელი ზის სკამზე, მაშინ როდესაც მძევლები იატაკზე სხედან, რაც კამუფლირებულფორმიან და ავტომატიან თავდამსხმელს მათი სილუეტებისგან განასხვავების და იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის ამ ოთახს იატაკამდე შუშები აქვს, სპეცრაზმის სნაიპერებს ზუსტი მოქმედების გარკვეულ შანსს აძლევს, მითუმეტეს, რომ ვიდეოკადრებში დაფიქსირდნენ თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული სპეცრაზმელები.

6. ზუსტი სნაიპერული გასროლის შემთხვევაში თავდასხმელს არ ექნება არც საშუალება და არც დრო ავტომატის გამოსაყენებლად, მაგრამ მას თუ მართლაც მოხსნილი აქვს დამცველი რგოლი ხელყუმბარიდან და ის ხელიდან გაუვარდა, აფეთქება 3-4 წმ-ში მოხდება.

7. ის, რომ თავდამსხმელს ქართულდროშიანი შევრონი კამუფლირებული ფორმის მარჯვენა ხელზე უკეთია, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მას სამხედრო სამსახური აქვს გავლილი და იცის სამხედრო ფორმის ტარების წესები.

8. ის ვიდეოკადრში, როდესაც მობილური ტელეფონი მისკენაა მიმართული თვალებსაც მალავს, მიუხედავად იმისა, რომ შავი ნიღაბი მის სახესა და კისერს მთლიანად ფარავს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უფრთხის დროზე ადრე მისი ვინაობის იდენტიფიცირებას თვალებით და ასევე ხელებით, რისთვისაც შავი ხელთათმანებიც აცვია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის მათი თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო დამნაშავემ თავის დაღწევა და მიმალვა მოახერხა. მძევლებს შორის იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომელბი, ისე მომხმარებლები. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.


წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42