წინა ჩვენებისგან განსხვავებით, სადაც ის არ ამბობდა, რომ დახმარება თავდაპირველად ივანიშვილმა სთხოვა, აქ ვკითხულობთ, რომ საქმეში დიდი დაინტერესება სწორედ მან გამოთქვა და უთხრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობდა:
"სატელეფონო საუბარში ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სახლემწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა და საქართველოს თავდავის სამინისტროს დავხმარებოდი შესაბამისი რუკების მოძიებაში, ვინაიდან მან იცოდა რომ მე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული კარტოგრაფიული საქმიანობით. ჩვენი საუბარი იყო მხოლოდ ზოგადი ხასიათის, შესაბამისად ჩემთვის უცნობი დარჩა კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო.
გამოძიებისთვის არ განმიცხადებია, რომ თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ვინაიდად ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის საკონტაქტო მონაცემების გარდა არაფერი უცნობებია და ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საკითხს გამოძიებისთვის არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს" - წერია დავით ხიდაშელის ჩვენებაში.
ბიზნესმენიიქვე განმარტავს, რომ პირველ ჩვენებაში გარკვეული ცდომილების არსებობა ტექნიკური ხარვეზია და რომ გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე არც უფიქრია, პროკურატურის მხრიდან კი აღნიშნულ საკითხზე კითხვებიც არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ხელმეორედ 17 ოქტომბერს გამოკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






