შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:33, 26 Nov, 2013     1853

სამუშაო შეხვედრაზე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“  რვა თვიანი მუშაობა შეაჯამეს  და პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით   „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“   სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.  აღნიშნულ პროექტს  „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვთარების ფონდი“ აფინანსებს.

საფინანსო ინსტიტუტებმა სესხების გაცემა პირველი აპრილიდან დაიწყეს. პროექტში ჩართულია 13 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

შეღავათიანი აგროკრედიტი სპროექტს უკვე 7371 მსესხებელი ჰყავს. დღეის მონაცემებით საბანკო სექტორმა 202,548,735 ლარის სესხი გასცა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 6 კომპონენტისგან შედგება. პირველი არის უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლიდან უკვე 2,685-მა ადამიანმა ისარგებლა. სესხის მოცულობა 1,106,478 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით ამ კომპონენტის დახმარებით 86,151,313 ლარის სესხი 4,332 ბენეფიციარმა მიიღო. 

შეღავათანი აგროკრედიტის პროექტის მესამე კომპონენტს 305 მსესხებელი ჰყავს. კრედიტის მოცულობა კი  37,307,743 დოლარს შეადგენს.  დაფინანსებული საწარმოებიდან 53 ახალი საწარმო ანუ სტარტაპია. სესხი გაიცა სასაწყობო და საშრობ მეურნებობაზე, ფერმის მშენებლობაზე, მერძევეობა– მეხორცეობაზე, მეთევზეობა –მეფრინველეობაზე და სასათბურე მეურნეობის მშენებლობაზე. მესამე კომპონენტის დამატებაა მეოთხე–სალიზინგოპროგრამა. სალიზინგო კომპანიებში რამდენიმე განაცხადის განხილვა უკვე მიმდიანრეობს. 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს დაემატა მე-5 კომპონენტი. გაიცემა შეღავათიანი სესხები ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის - 15 თვიანისესხი 12%– 15% -ად, აქედან   9%-ს ფარავს სახელმწიფო. 1 ლარადან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. 48 ღვინის საწარმომ 52,370,629.00 ლარის სესხი მიიღო.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მეექვსე კომპონენტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ მანდარინის შემსყიდველ საწარმოებს. სესხი გაიცემა 4 თვით 13%–15% ად, აქედან 9% ფარავს სააგენტო.  თანხის მოცულობა 10 მილიონ ლარამდეა.  ამ კომპონენტში უკვე გაიცა 400 ათასი ლარის კრედიტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42