რა სახის პროდუქტებს გვთავაზობს ახალი ხედვა
განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
- თვითგადაასადგილებელი საშუალება - დამხმარე საშუალება, რომელიც პაციენტის გადაადგილებას ამარტივებს. გამოიყენება რეაბილიტაციის პერიოდში, მაგალითად მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და იმ ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლად მიმოსვლა უჭირთ.
- ყავარჯენი - არსებობს იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. შესაძლებელია სიმაღლეში რეგულირება.
- ხელჯოხი - სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადი, ასევე სამ და ოთხფეხიანი ხელჯოხები, რომლებიც ეხმარება პაციენტს წონასწორობის დაცვაში, არსებობს სპეციალურად უსინათლოთათვის განკუთვნილი ხელჯოხებიც.
- ეტლები - განსხვავდება მასალით, ზომებით, ფუნქციებით - პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
- შშმ პირის ეტლი ქოთნით - დამზადებულია ბრეზენტისგან ან ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც შესაძლებელია მოიხსნას ან დამაგრდეს საჭიროების შემთხვევაში.
- სხვადასხვა - ნაწოლების მატრასი, სუნთქვის სავარჯიშო, უნიტაზის ასამაღლებელი და ა.შ.
ხელმისაწვდომობა “ახალი ხედვის” კიდევ ერთი უპირატესობაა. განვიხილოთ რა შუალედში მერყეობს თითოეული პროდუქტი.
- თვითგადაასადგილებელი საშუალება - 90 ლარიდან 195 ლარამდე.
- ყავარჯენი - 30 ლარიდან 44 ლარამდე
- შშმ პირის ეტლი - 410 ლარიდან 1562 ლარამდე
- ხელჯოხი - 33 ლარიდან 57 ლარამდე
- შშმ პირის ეტლი ქოთნით - 123 ლარიდან 825 ლარამდე
- სხვადასხვა - 1 ლარიდან 218 ლარამდე
რატომ ახალი ხედვა
სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რისთვისაც პროდუქციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. “ახალი ხედვა” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. კომპანია წარმოდგენილია 16 საფირმო მაღაზიით, როგორც თბილისში, ისე გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა არა მარტო ფილიალებში, არამედ ონლაინ, “ახალი ხედვის” ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ - პროდუქციას უმოკლეს ვადაში საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები