თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს კომუნალურ გადასახადებში საქველმოქმედო პლატფორმა - "ჩართე" დაემატა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:11, 15 Oct, 2020     1427
აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე - „ჩართე", ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზურნველყოფას.

აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.

არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.

საქველმოქმედო პლატფორმა - „ჩართე" (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.

თიბისის მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა კომპანიამ ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი გახადა.

„ჩართეს" პლატფორმაზე თანხის გადასარიცხად, მომხმარებელმა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში, ქველმოქმედების ქვეკატეგორიიდან უნდა აირჩიოს - „ჩართე", შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა.

ინტერნეტისა და ლეპტოპის სრულფასოვნად გამოყენებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ათვისების მიზნით, მოსწავლეები „ჩართეს" ფარგლებში იღებენ:

· ლეპტოპს;

· ინტერნეტს სკოლაში სწავლის პერიოდში და სკოლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში;

· წვდომას უფასო და ფასიან ქართულენოვან სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე: „ლინგვინგი" (უცხო ენების სწავლა), „საბა" (ელექტრონული ბიბლიოთეკა), „ლუპი" (მათემატიკა), „ნებულა" (გამოცდებისთვის მომზადება), „მურწყუ" (გამოცდებისთვის მომზადება, „ხანის აკადემია" (სასკოლო საგნები), code.org-ი (პროგრამირება) და ა.შ.

· ტრენინგებს მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებებით;

· გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და მენტორობას.

აღნიშნული პროექტი, თიბისისა და „ჩართეს" რიგით მეორე თანამშრომლობაა. პანდემიის პერიოდში, პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, „ჩართესთან" პარტნიორობით და თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდათ. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო. პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე ბენეფიციარების ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42