შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - ხუთივე ბრალდებულმა გიორგი წყალში ჩააგდო
სამართალი - 12:06, 15 Oct, 2020     1595

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი დაცვის მხარის განცხადებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა.

ყაზარაშვილი ამბობს, რომ ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო.

"ადვოკატებუის განცხადება რა თქმა უნდა, სწორი არა არის და მათ სხვა გზა არ აქვთ, რომ არ ილაპარაკონ ასეთი აბსურდი.

სასამართლოს მოვახსენეთ ჩვენი სიტყვა და ბრალდების ირგვლივ ყველა იმ მტკიცებულებაზე ვისაუბრეთ, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. თუ როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, მოწმეებიც არიან ადგილზე და მადლობა ღმერთს, რომ ადგილზე იყვნენ და დაინახეს, როგორ მისდევდნენ და გაიგეს ხმები, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაყვნენ ხიდის ქვეშ, დიახ, ახვლედიანს და ამირხანაშვილს ვგულისხმობ.

ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ. შ.პ.ს. "ელდერადოს" ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა, როგორც დარბოდა", - აცხადებს ყაზარაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42