ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
იგი წერს, რომ მისი უახლოესი მეგობარი, რომელიც ზედმიწევნით და მკაცრად იცავდა ყველანაირ წესს კორონავირუსით დაინფიცირდა.
“ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთი დღეც არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა. ასევე მაღაზიაში რომ მიდის გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს. მარკეტის კარებს ბეჭით აღებს. სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში. იტალიიდან რომ ჩამოვედი ორი თვე გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს,- დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა,”-წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები