საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების ადვოკატებს სასამართლოს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ.
როგორც ილიჩოვას ადვოკატი აცხადებს, საქმეში არსებული გარემოებები აბსურდულია, რადგან გამოძიებას რუკები არა ილიჩოვასგან, არამედ მისი შემცვლელის კაბინეტიდან აქვს ამოღებული, შესაბამისად, ილიჩოვა კომისიას რუკებს ვერ დაუმალავდა.
რაც შეეხება მელაშვილის ადვოკატს, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






