ცივსისხლიანი მკვლელობა – მამაკაცმა ორსული მეგობარი ქალი მოკლა და ნაყოფი საშვილოსნოდან ამოაცალა. ბავშვი მომხდარის გამო დაიღუპა.
27 წლის ტეილორ პარკერი 21 წლის რეიგან ჰენკოკის მკვლელობაშია ბრალდებული. შემთხვევა ტეხასის შტატში, ნიუ ბოსტონში, გასულ პარასკევს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პარკერმა დანაშაული აღიარა. ის მკვდარი ნაყოფით ხელში ქუჩაში სამხედრო მოხელემ გააჩერა, მან განაცხადა, რომ მეგობარ გოგოს მშობიარობა გზაზე დაეწყო და ამის გამო გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი საავადმყოფოში მიიყვანა და დადგინდა, რომ მან არ იმშობიარა, არამედ მოკლეს და ბავშვი საშვილოსნოდან ამოგლიჯეს.
აღსანიშნავია, რომ ქალს ქმარი და სამი წლის ქალიშვილი ყავდა. პარკერის თქმით, მსხვერპლი მისგან ელოდებოდა ბავშვს და ეს დამალა, რამაც მკვლელის გაბრაზება გამოიწვია და გადაწყვიტა მსგავსი სისასტიკის ჩადენა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






