რა წერია დაკავებული კარტოგრაფის შემცვლელის ჩვენებაში
სამართალი - 13:43, 14 Oct, 2020     2139

გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ნატალია ილიჩოვას შემცვლელი კომისიაში, ირმა გაბუნია, ჩვენებაში ადასტურებს, რომ დედანი რუკები პირადად გადასცა მისმა წინამორბედმა, სამუშაო ოთახში. როგორც ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩვენების ოქმებში წერია, გაბუნია ყვება, რომ გადმოცემული რუკები მის ოთახში არსებულ რკინის სეიფში შეინახა, რომელსაც თავად და ნატალია ილიჩოვა იყენებდნენ.

გთავაზობთ ჩვენების ტექსტს გამოკითხვის ოქმიდან:

"კომისიაში ჩავანაცვლე ნატალია ილიჩოვა, რომელიც, თუ არ ვცდები კომისიის დაარსებიდან 2019 წლის მაისის თვემდე იყო კომისიის წევრი. მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე სახის მიღება ჩაბარების ან სხვა რაიმე წერილობითი აქტი არ შედგენილა. უბრალოდ, მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მქონოდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე მე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებთ მე და ნატალია ილიჩოვა".

კითხვა: თქვენი სამუშაო ოთახიდან ამოღებულ 1:200 000 მასშტაბის რუკებს:

  • ნომენკლატურით K.38.XXVIII - 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, დედანი;
  • ნომენკლატურით K.38.XXIX - 1 ცალი 1938 წლის გამოცემა, დედანი;
  • ნომენკლატურით K.38.XXII - 1 ცალი 1937 წლის გამოცემა, დედანი;
  • ნომენკლატურით K.38.XXIII - 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, ასლი.

გთხოვთ უპასუხოთ, სად და ვინ გადმოგცათ აღნიშნული რუკები, ასლის სახით წარმოდგენილ რუკას ხომ არ აქვს დედანი და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვისთან შეიძლება მოძიება?

პასუხი: "დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ სამსახურში, ჩვენს სამუშაო ოთახში, ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლს, არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა სხვა კომისიის წევრისგან. არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი, თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ".

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუკა, რომლის გამოც დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს, კომისიის ახალ წევრს, ირმა გაბუნიას ჰქონდა.

მისივე განცხადებით, პროკურატურამ შეთხზა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ილიჩოვა და მელაშვილი კომისიის სხვა წევრებს რუკას "უმალავდნენ".
"ამბობენ, რომ ეს რუკა ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღეს. ილიჩოვა 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ იყო კომისიის წევრი. დადასტურებულია ჩვენებებით როგორც ილიჩოვასი, ასევე ქალბატონი ირმა გაბუნიას ჩვენებით, მისი თანამშრომლის, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მასალები მას გადასცა ილიჩოვამ იმიტომ, რომ ირმა გაბუნია გახდა კომისიის წევრი და როდესაც დაკითხეს ქალბატონი ილიჩოვა მან თქვა, რომ ეს მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში. როდესაც ჩხრეკაზე მივიდნენ, ამოიღეს იმ ოთახიდან, სადაც ირმა გაბუნია და ნატალია ილიჩოვა ერთად სხედან. 2019 წლის მაისიდან ეს რუკა იმ ქალბატონს ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას. რუკების დამალვა არის მითი, რომელიც შეთხზეს", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულებს გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

ამასთან, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42