სოციალურ ქსელში ვრცელდება ქალბატონი თამრიკოსა და თავისი მეგობრის „რიჟას“ ემოციური ისტორია. თამრიკოს დედის გარდაცვალების შემდეგ მასავით ერთგული მეგობარი არ ჰყოლია, ახლა ისიც აღარ ჰყვას, დგას და ტირის, დასტირის თავის ერთგულ მეგობარს...
„ჩვენი ეზოს ბინადარი და ერთგული მეგობარი 17 წლის ასაკში (რიჟა) დღეს გარდაიცვალა. ეს ქალბატონი უვლიდა წლების მანძილზე საკუთარ ლუკმას უყოფდა ზოგჯერ თვითონ არ ჭამდა და მისთვის მოარბენინებდა...
ესე ზის დილის 9 საათიდან და დასტირის თავის კარგ და ერთგულ მეგობარს...
მომიყვა ადრე დედა გარდამეცვალა მის მეტი არავინ მყავდაო, აქ რომ გამოვიარე „რიჟა“ მოვიდა და ჩემთან ერთად ტიროდაო იმის მერე ყოველ დღე წვიმაში, თოვლში, ქარში, ქალბატონი თამრიკო აქ იყო შვილივით უვლიდა...
უზომოდ განიცდის და მოთქმით ტირის...
დილის 10 საათიდან ვრეკავთ მონიტორინგის სამსახურში არავინ მოსულა!
იქნებ იმოქმედოთ ახლა მაინც სანამ ეს ქალბატონიც არ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი",- წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები