14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:34, 13 Oct, 2020     2349

ვერძი

ტრადიციების სიყვარული ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სამომავლოდ გადადებული საქმე ან ძველი მოვალეობა სწრაფად მოგვარებას მოითხოვს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაზოგეთ ძალა და ნერვები. გახსოვდეთ, ზოგჯერ უნდა გასცეთ, რომ ორმაგად მიიღოთ. საქმეში მოსალოდნელია კომპრომისული გადაწყვეტილება.

კურო

ამ დღეს ოჯახში საქმიანობა გელით. რომელიღაც საქმე სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძალიან არ გაჯიუტდეთ, თორემ სკანდალსა და აყალმაყალს ვერ ასცდებით.

ტყუპები

შესაძლოა, ოჯახში საქმიანობამ განწყობა გაგიფუჭოთ. მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო პრობლემები სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს. ნუ ეცდებით, რომ საქმე სხვას გადააბაროთ და ეცადეთ, უსიამოვნებები არ შეიმჩნიოთ, თორემ სკანდალსა და ურთიერთობების გარკვევას ვერ ასცდებით.

კირჩხიბი

თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. მოემზადეთ, რომ ამ დღეს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება. რომანტიკული თავგადასავალი გელით და გამორიცხული არაა, რომ ვიღაცას თავდავიწყებით შეუყვარდეთ.

ლომი

ოჯახის წევრებთან თქვენი ურთიერთობა თანდათან მშვიდი და სტაბილური გახდება. შესაძლოა, ოჯახში ფუსფუსი მოგიწიოთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ. ნერვებს გაუფრთხილდით და ჯანმრთელობის მდგომარეობას მიხედეთ.

ქალწული

ეს დღე განსაზღვრავს თქვენი წონასწორობისა და ოჯახური ტრადიციების დაცვის უნარს. ამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახლობელ ადამიანებთან ჩამოყალიბებული ჰარმონიული ურთიერთობა. ძველი და მივიწყებული საქმეების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ უნდა გაიღოთ, რომ ორჯერ მეტი მიიღოთ.

სასწორი

პოზიტიური დღეა, რაც საშუალებას მოგცემთ, წინა დღეების გეგმები განახორციელოთ. ეცადეთ, საკუთარი ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ. სხვების გავლენა წარმატებისკენ სვლას გაართულებს. მივლინებები და მოგზაურობები სიხარულს მოგიტანთ, სამაგიეროდ, სიყვარულში იმედგაცრუება გელით.

მორიელი

უქმე დღეებში კარგად დასვენება მოახერხეთ და მუშაობის სურვილით ხართ სავსე. შესაძლოა, ჩვეული და ყოველდღიური საქმეები სრულიად სხვა რაკურსით დაინახოთ. მოსალოდნელია სამსახურში სასიკეთო ცვლილებები. ეცადეთ, რომ კარიერული წინსვლა მეტისმეტად ემოციურად არ აღიქვათ, რადგან ეს გაზრდილ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

მშვილდოსანი

ახლობელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი იმედგაცრუებით ან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება. გამორიცხული არაა, რომ ამავე დღეს ახალმა ნაცნობობამ ჭრილობა მოგიშუშოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ხანმოკლე რომანი იქნება. პარტნიორის უწესობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს.

თხის რქა

სავარაუდოდ, ძველი საქმეები ან ვალდებულებები სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს. გაუფრთხილდით ნერვებს და ჯანმრთელობას და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ერიდეთ ჭორებსა და ცილისწამებას. გირჩევთ, საღამოობით მარტო სეირნობისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

ამ დღეს ახალი ენერგიით აივსებით და ინტუიცია გაგიმძაფრდებათ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაფერისი დროა ქორწინებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის.

თევზები

ეს დღე სასიამოვნოდ დაგღლით, რაც რაღაც ღონისძიების ორგანიზებასთან იქნება დაკავშირებული. ამ დღეს დაბადებულ ბავშვს ბედი განსაკუთრებით წყალობს. თანდათან ყველა ოჯახური პრობლემის მოგვარებას შეძლებთ და თავს მდგომარეობის ბატონ-პატრონად იგრძნობთ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42