ეპიდემიოლოგების განმარტებას, იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში კორონავირუსით გარდაცვლილებს თანმდევი დაავადებები ჰქონდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
იგი წერს, რომ “თანმდევი დაავადება სულელური ფორმულირებაა, რადგან ადამიანთა 99%-ს ერთი დაავადება მაინც აქვს...”
“43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ. ჯერ ერთი, რომ თითო რაიმე დაავადება ადამიანების თითქმის 99% -ს აქვს. რა სულელური ფორმულირებაა ეს, ან თავის დასამშვიდებლად რანაირად გამოდგება, ვერ გავიგე ვერაფრით.
კარგი, შენ არ გაქვს თანმდევი დაავადება და გადარჩი, მაგრამ მარტო ხომ არ ხარ ამ ქვეყანაზე?!
ჩემ სიკვდილს სულ არ აღვიქვამ ტრაგედიად, ეგ იმან იდარდოს, ვისაც დავაკლდები. ჩემი ტრაგედია ყველა სხვა ადამიანის გარეშე ყოფნით მწვავდება, ვინც მიყვარს და როდესმე მყვარებია.
ისიც გასაგებია, რომ საფრთხის არდაჯერება ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია და კი ბატონო, ვისარგებლოთ ამ მექანიზმითაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საფრთხის რეალურობის, არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს, არც ხელების დაბანაში და ხალხმრავალ ადგილებში თვით ამ აუტანელი პირბადის ტარებაშიც კი”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.
მასალის გამოყენების პირობები