ნანკა კალატოზიშვილის ძმა – გიორგი კალატოზიშვილი პოსტს კორონავირუსის ტესტის შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ლაბორატორიაში მსახიობის შვილს Covid-19 დაუდასტურდა, თუმცა მეორე ლაბორატორიაში ვირუსის კვალი მოზარდის ორგანიზმში აღ აღმოჩნდა.
გიორგი კალატოზიშვილის ინფორმაციით, მოზარდს და ნანკას ლუგარის ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდათ, აღმოჩნდა, რომ ორივე ჯანმრთელია. ის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და კრიზის მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს.
"ლუგარიში დაგვიბარეს!" - ნანკა კალატოზიშვილი შვილის კოვიდზე პასუხს ელოდება
„ჩემ დისშვილზე, დანიზე:
ერთმა კლინიკამ – კორონავირუსი აქვსო.
სხვა ლაბორატორიაში გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში არაფერი გამოვლინდა.
100%-იანი გარანტიისთვის ლუგარის ცენტრში დღეს ჩაუტარდა დანის გამოკვლევა და გვითხრეს ის, რომ იმის ნიშანი, ან კვალი არსად ჩანს, რომ გადაიტანა.
ახლა ისმის კითხვა – უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?!
Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia
რატომ არ აკონტროლებთ სათანადოდ ასეთ ლაბორატორიებს?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!” – წერს მსახიობის ძმა.
მასალის გამოყენების პირობები