საქართველო–სომხეთის საზღვართან კრიმინალური გარჩევა მკვლელობით დასრულდა
შემთხვევა - 23:40, 25 Nov, 2013     11534

განახლებულია 07:00

საქართველო–სომხეთის საზღვართან კრიმინალური გარჩევის დროს ორი ადამიანი მოკლეს. სარწმუნო წყაროს ცნობით, ერთერთი მოკლული მერაბ კალანდაძეა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ორ პირს საქართველოდან სომხეთში აცილებდა.

ჩვენს ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კრიმინალთა სხვა ჯგუფმა, რომლებსაც პირადი ანგარიშსწორების მოტივი ამოძრავებდათ, მერაბ კალანდაძესა და მასთან ერთად მყოფ ორ პირს ცეცხლი გაუხსნა.

წყარო არ გამორიცხავს, რომ სროლა ორმხრივი იყო, თუმცა, ადასტურებს, რომ სროლის შედგად მერაბ კალანდაძე და ერთი პირი დაიღუპნენ, კალანდაძის თანმხლები მაკაცი კი, სავარაუდოდ, დაჭრილია.

მერაბ კალანდაძე თხევადი აირის ბიზნესით იყო დაკავებული. იყო „ავტოგაზის“ მეწილე, წარსულში ნასამართლევია: 2009 წელს კუდ–ის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. 

მაშინ კალანდაძე საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველოში მუშაობდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მერაბ კალანდაძე კრიმინალური სამყაროს ე.წ. ავტორიტეტებთან დაახლოებული პირი იყო.

ინფორმაციის გადამოწმება შსს–სთან, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. დამატებით დეტალებს და, სავარაუდოდ, შსს–ს პრესსამსახურის კომენტარს „ნიუპოსტი“, მისი არსებობის შემთხვევაში, მოგაწვდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42