დღეს ყველაზე გავრცელებული და დახვეწილი ალტერნატივა ცენტრალური გათბობაა, რომელიც მთელს სახლში თანაბარ ტემპერატურას დროის საკმაოდ გრძელ მონაკვეთში უზრუნველყოფს. ამასთანავე, მარტივია თერმოსტატიკური კონტროლი და მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ თავისთვის მისაღები ტემპერატურის შექმნა.
ხარისხი და უსაფრთხოება
ცენტრალური გათბობის შეძენისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საჭირო პროდუქტის ხარისხი და მონტაჟი ყველანაირი უსაფრთხოების წესის გათვალისწინებით. ეს მოიცავს როგორც ქვაბის, ასევე მილების, ფიტინგებისა და რადიატორების დიდი ყურადღებით შერჩევას.
ბიუჯეტური და კომფორტული გადაწყვეტილება
აბსოლუტური უსაფრთხოების გარდა, კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც ცენტრალურ გათბობას სხვა კონკურენტისგან გამოარჩევს, ცხელი წყლით მომარაგებაა. სპეციალისტები იმაზეც თანხმდებიან, რომ, როდესაც საქმე დიდ სივრცეს ეხება, ის ყველაზე ბიუჯეტური და კომფორტული არჩევანია - სისტემა ჰაერს მთელ თქვენს ინტერიერში ათბობს[MOU1] , ხოლო თავად გათბობის ქვაბი და რადიატორები ძლებს წლების განმავლობაში.
დიზაინი
სახლის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიურ მახასიათებლებსაც. ცენტრალური გათბობის სისტემის მილები, სწორად დამონტაჟების შემთხევაში, ფაქტობრივად შეუმჩნეველია, რადიატორების მინიმალისტური დიზაინი კი იდეალურად ერგება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როგორ შეინარჩუნოთ სითბო სახლში, გათბობის ცენტრალური სისტემის დამონტაჟება ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს.
ამ შემთხვევაში, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსს, ფასდაკლების აქციის ფარგლებში, თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზება აქვს და ცენტრალური გათბობის კომპლექტს 1555 ლარად გთავაზობთ.
კომპლექტში შედის:
24 კვ.ტ გათბობის ქვაბი
აბაზანის საშრობი
ალუმინის რადიატორი - 20 სექცია
გათბობის კომპლექტის აქსესუარები
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, მომხმარებლებს ცენტრალური გათბობის ქვაბების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. განსაკუთრებით სასიხარულო კი ის დეტალია, რომ გარდა ქვაბისა, ადგილზე ან ონლაინ შეძლებთ შეარჩიოთ რადიატორები და სისტემისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი აქსესუარი.
მასალის გამოყენების პირობები