"აზერბაიჯანული მხარე თავს ვალდებულად არ თვლის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე რაიმე კომენტარი გააკეთოს, ეს არაკორექტული იქნება" - განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა.
რაც შეეხება სადაო ტერიტორიებს, დიპლომატიურმა მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურმა ბაქომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოხატა პოზიცია, რომელიც თბილისში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები






