ჯანმრთელ ძაღლს მეპატრონეებმა ინექცია გაუკეთეს და ტყეში ცოცხლად დამარხეს, ძაღლმა კი მიწიდან ამოძრომა შეძლო – შემთხვევა ჩრდილოეთ რუსეთში მოხდა და აღნიშნულმა შვიდი წლის კირიუშას სიცოცხლე კინაღამ იმსხვერპლა.
კირიუშამ მიწიდან ამოძრომა შეძლო, ტყიდან გზატკეცილზე გამოაღწია და დახმარების ძებნა დაიწყო. ამ დროს მას გზაზე 39 წლის ოლგა ლისევამ ჩაუარა და წვიმაში მიმავალი ძაღლი შენიშნა. მოგვიანებით მან გზატკეცილზე მოხვევა შეძლო და 9 მილი უკან, ძაღლის დასახმარებლად გაიარა.
მან დაინახა, რომ სველი ძაღლი, რომელიც ძალიან დაღლილი იყო, იწვა და არ ინძრეოდა, მხოლოდ სუნთქავდა. ქალმა ოთხფეხა მეგობრისთვის საჭმელი იშოვა და მანქანის უანა სავარძელზე დააწვინა.
93 მილიანი მგზავრობის მანძილზე ძაღლს ეძინა. ქალმა ის ძაღლთა კერძო თავშესაფარს მიაბარა.
თავშესაფრის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოები გაავრცელეს და მალევე შეიტყვეს მისი პატრონისა და მომხდარი ამბის შესახებ. შესაბამისად ძაღლი პატრონს არ დაუბრუნეს და მისთვის ახალი მეპატრონე იძებნება.


მასალის გამოყენების პირობები






