“Scope Ratings”-მა ს.ს. "ნიკორა ტრეიდს“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ კვლავ მიანიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:05, 12 Oct, 2020     1565
გერმანულმა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ საკრედიტო რეიტინგი განაახლა და მას B+ სტაბილური დაუდასტურა, ხოლო ემიტირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციებისთვის კი BB-.

სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი 2018 წელს მიენიჭა. “Scope Ratings”-ის მიერ კომპანიისთვის დადასტურებული რეიტინგი B+ საქართველოს ბაზრისთვის კომპანიის ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაა. ასეთი რეიტინგი მაღალკონკურენტულ ბაზარზე ძლიერმა პოზიციამ და კომპანიის ზრდის შესაძლებლობამ განაპირობა.

“Scope Ratings”-ის თანახმად, ს.ს. „ნიკორა ტრეიდი“ შეფასებულია, როგორც ბაზრის ლიდერი, მაღალი საბაზრო წილით და მზარდი გაყიდვებით.

„ნიკორა ტრეიდი“ ორგანიზებული საცალო-სასურსათო ბაზრის დაახლოებით 20% -ს ფლობს, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონში წარმოდგენილია განსხვავებული ფორმატის 300-ზე მეტი სავაჭრო წერტილით, რაც უზრუნველყოფს შემოსავლების სტაბილურ ნაკადს.

რეიტინგის დადასტურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის ფონზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე, პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერ მსყიდველობით უნარისა და მაღალი მომგებიანობის მქონე რითეილერია. საქართველოში კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში „ნიკორა ტრეიდი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42