თამაში ერევანში უნდა გაიმართულიყო, თუმცა, რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების გამო, უეფამ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო და ის პოლონეთის ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ჯგუფში ოთხი ქულით მეორე ადგილი უკავია და ჩრდილოეთ მაკედონიას მხოლოდ გატანილი ბურთებით ჩამორჩება. სომხეთი სამი ქულით მესამე ადგილზე.
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასან გამართავს, რომლის შედეგზეც მეტწილად იქნება დამოკიდებული ჯგუფში პირველი ადგილის ბედი.
საქართველოს ნაკრები პოლონეთში 25 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).
მასალის გამოყენების პირობები