როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტიაციების მართვის სასმახურიდან აცნობეს, საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.
სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც.
ამ დრომდე გრძელდება გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები