"რა ძნელია, შვილს რომ მხოლოდ ფეხზე კოცნი და ვერ ეხუტები, ვერ გორაობთ…" -ნანკა კალატოზიშვილი შვილის კოვიდზე პასუხს ელოდება
სოც.მედია - 13:49, 10 Oct, 2020     4710
ნანკა კალატოზიშვილის შვილი, შვიდი წლის დანი, თვითიზოლაციაშია და ორშაბათს ელოდება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სისხლის ანალიზი აიღოს.

როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, მის შვილს ერთ დღეს პისიარ ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა, მეორე დღეს კლინიკაში გადამოწმებისას – უარყოფითი.

“რომელს ვენდო, არ ვიცი უკვე. მაგრამ ახლა ისე მიხარია, გამცნეთ ყველას, ვინც ინერვიულეთ. ლუგარში დაგვიბარეს სისხლის ანალიზზე, ის აჩვენებს საერთოდ ჰქონდა თუ არა როდესმე რამე.არ ვიცი. მე კი გამოვალ სახლიდან თეთრი თმით, ზუსტად ვიცი” – აქვეყნებს ნანკა სტატუსს “ფეისბუქზე”.

როგორც ნანკა “პრაიმტაიმთან” ამბობს, თავდაპირველად სახლში ლაბორატორია დანის ტემპერატურის და ღებინების გამო გამოიძახა. სწრაფი ტესტი არ გაუკეთა, ცდომილება რომ თავიდან აერიდებინა.

ნანკა კალატოზიშვილი: – „ბევრი უცნაური ისტორია ვიცი, ხალხს ანალიზი არც ჩაუბარებია და მესიჯები მიიღეს, რომ კოვიდი აქვთ. ამიტომაც დადებითი პასუხის მიღების მეორე დღეს გადავამოწმე “მეგა ლაბში”. პასუხი უარყოფითია.

ორშაბათამდე სახლიდან გასვლა გვეკრძალება, ლუგარიში ანალიზის აღებამდე. არც სიცხე, არც სურდო, არცერთს არანაირი სიმპტომი არ გვაქვს.

სანამ მეორე დღეს გადავამოწმებდი, დანის პირველი რეაქცია იყო – ვერ მაკოცებთ, ვერ მომეფერებითო, ამაზე ნერვიულობდა. ბებიას ოთახში შესვლა აეკრძალა. უარყოფითი პასუხი რომ მოვიდა, პირველი რაც გავაკეთეთ, მე და დანი შევახტით ერთმანეთს და ჩავეხუტეთ. რა ძნელია, შვილს რომ მხოლოდ ფეხზე კოცნი და ვერ ეხუტები, ვერ გორაობთ…

ნანკას Mlab.ge-თან პრეტენზია აქვს. ეს ის ლაბორატორიაა, სახლში რომ გამოიძახა და დადებითი პასუხი დაუდგინეს დანის.

“ზაფხულში კლუბი “მტკვარზე” 10 ათასი ლარით მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ დამლაგებელს პირბადეზე ფარი არ ეკეთა და ამ ლაბორატორიისგან კოვიდზე ტესტის გასაკეთებლად ექთანი მხოლოდ პირბადით მოვიდა სახლში, ფარის გარეშე, ეს ადეკვატურია?” – კითხვით მიმართავს მსახიობი ლაბორატორიას.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42