"ვიცი, რომ მომიწევს პატარების დატოვება, მაგრამ... ვიმღერებ" - ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ახალი გეგმები, ნინო სურგულაძის სპეციალური მიმართვა
სოც.მედია - 13:41, 10 Oct, 2020     3771
"ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა და არსებობა, მაგრამ ვფიქრობ ადამიანი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ ყველაფერს ეგუება და ყველაფრის გადატანა, გააზრება შეუძლია." - ამ შინაარსის ვიდეომიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ნინო სურგულაძე, სადაც ის ახალ კარიერულ გეგმებზე საუბრობს. ქართველი მეცო-სოპრანო ბარსელონაში გამგზავრებისთვის ემზადება,. მასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.


„ყველა არის დაძაბული, მოვლენების განვითარების მოლოდინში, რა და როგორ იქნება. მესმის ძალიან კარგად მეც დედა ვარ და ყველას უწუხებს ეს პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

ერთადერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ, კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებში მალე დასრულდება და არ მიიღებს დიდ მასშტაბებს, ამას დამატებული ის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და ასევე ის, რომ კოვიდი მოუშორებელი ჭირი რაღაცნაირად დასრულდეს. ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა და არსებობა, მაგრამ ვფიქრობ ადამიანი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ ყველაფერს ეგუება და ყველაფრის გადატანა, გააზრება შეუძლია.

წარმოუდგენლად დაიძაბა სიტუაცია ჩვენს გარშემო, ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწორად, ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს. არ ვიცი, როგორ იქნება დეკემბრამდე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. სრულიად წარმოუდგენელია რა შეიძლება მოხდეს.

მაგრამ მე უკვე ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ თეატრმა თვითონ გამოგზავნა კონტრაქტი, რა ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და მეც რა თქმა უნდა მზად ვარ. ვიცი, რომ პატარების დატოვება მომიწევს, ჩავალ და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ, ვიმღერებ მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ ცოტათი მეშინია“, – ამბობს ნინო სურგულაძე.

მომღერალი მიიჩნევს, რომ გამხნევება სჭირდება უცხოეთში მყოფ ქართველებს, რომელთათვისაც ბევრად რთულია პანდემიის პირობებში ცხოვრება, ვიდრე ეს სამშობლოში მყოფი ადამიანებისთვისაა.

"ბევრი ვიცი სურს და ვერ ჩამოდის, ბევრმა მოახერხა ჩამოსვლა.. ყველა ღელავს, ჩვენ უფრო ვღელავთ მათზე, რადგან სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იქ ბევრად რთულია ვითარება მათ დიდი გამხნევება სჭირდება. ვუგზავნი სიყვარულს ბევრ პოზიტივს და გჯეროპდეთ რომ ძალიან მალე ყველაფერი დასრუდება. იმდენად მალე დასსუტრდება ეს ვირუსი, რომ აღარ იქნება იმდენად აგრესიული, როგორიც იყო. თუმცა ჩვენჰს სიფრთხილეზეც არის ბევრი დამოკიდებული, ჩვენს ალტრუიზმზე, ჩვენ სიფრთხილით ვიფიქრებთ არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ირგვლივ მყოფებზე. ფვიქრობ რომ ზამთარი იქნება მძიმე, არ იქნება ადვილი, ეს პროგნოზი არ არის რთულად გასაკთებელი, იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი, არსებობს ღვთის ძალა, რომელიც არსად არ მიდის, ის არის ჩვენ გვერდით და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე. ასე, რომ ყცველაფერი იქნება ისე, როგორც მას უნდა და იყოს მისი ნება. მივენდოთ მას და ყველაფერი იქნება კარგად, მთავარია ჩვენ ვიყოთ რწმენით და სიყვარულით ერთმანეთის მიმართ" - ამბობს ვიდეომიმართვაში ცნობილი საოპერო მომღერალი და ყველას მადლობას უხდის იმ მხარდამჭერი სიტყვებისთვის, რომელსაც მომღერალს პირად შეტყობინებეში წერენ.

"გისურვებთ სიმშვიდეს, განსაკუთრებით დღეს და გვიყვარდეს ერთმანერთი, მაქწსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ გავიართიო ეს ძალიან რთული პერიოდი, ერთად და ღირსეულად. და რაც შეეხება თავარ სურვლს, რაც მინდა გისრუვოთ, ეს არის ჯანმრთელობა, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია." - ამბობს ნინო სურგულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42