ეთერში ჯერ მხოლოდ ორი გადაცემა გავიდა, თუმცა უკვე რეიტინგული სატელევიზიო პროექტების სათავეში დამსახურებულად მოექცა.
შორენამ პირველ გადაცემაში საკუთარ პირად ცხოვრებაზე, დანგრეულ ოჯახსა და ახალ სიყვარულზე ისაუბრა. შორენა მეორე ქორწინებაში ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან იმყოფებოდა, რომელმაც უმშვენიერესი მსახიობის გამო, ოჯახი დაანგრია, მაგრამ ძვირადღირებულმა საჩუქრებმა და ოჯახურმა თანაცხოვრებამ, აშკარაა რომ შორენა ბეგაშვილი ბედნიერი ვერ გახადა.
ირაკლი ნანაძის შესახებ, შორენა ბეგაშვილი თითქმის არსად საუბრობდა, რასაც ვერ ვიტყვით მის ახალ სიყვარულზე. მალვა სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდის სიყვარულს სჭირდება, მაგრამ მსახიობის ახალი რჩეული ლაშა ბარათელი წინააღმდეგი არ არის, მისი და ქართველი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდეს.
რაც შეეხება ბეგაშვილის ყოფილ ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს, ბეგაშვილი მას თვითონ დაშორდა. რადგან ქმრისგან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა, რისი ატანაც უკვე აღარ შეეძლო.
საკუთარ გადაცემაში კი, ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ მაშინ როდესაც თურქეთში მის ერთადერთი შვილი სიკვდილს ებრძოდა, მისი ყოფილი ქმარი თბილისში იყო და ერთობოდა, რაც გადამწყვეტი იყო ამ ურთიერთობაში.
“პრაიმამბები” დაინტერესდა რა რეაქცია აქვს შორენა ბეგაშვილის გულახდილ მონოლოგზე მის ექს-მეუღლეს და ირაკლი ნანაძეს დავუკავშირდა.
– ბატონო ირაკლი, თუ მოუსმინეთ შორენას მონოლოგს მის გადაცემაში, სადაც თქვენზე ისაუბრა…
– ვინ ისაუბრა?
– შორენა ბეგაშვილმა…
– არ მაინტერესებს საერთოდ.
ირაკლი ნანაძემ ყოფილ მეუღლეზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
ირაკლი ნანაძეს და შორენა ბეგაშვილს 8 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ.
მასალის გამოყენების პირობები