“ვიცი, რომ გულთან ახლოს მიაქვს თითოეული მოქალაქის პრობლემა და გაჭირვება“ - ვის უჭერს მხარს არჩევნებში ია ფარულავა და რატომ მიიღო ორმაგი მოქალაქეობა მსახიობმა
სოც.მედია - 13:06, 10 Oct, 2020     2708
წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში გადადის. უნიჭიერესი, ულამაზესი და ყველაზე სკანდალური მსახიობი და გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანი ია ფარულავა, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერია. მან საკუთარი პოლიტიკური სიმპატია ელენე ხოშტარიას მიმართ, ინსტაგრამზე დააფიქსირა.

რატომ უჭერს მხარს, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურას, ელენე ხოშტარიას, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” მსახიობს დაუკავშირდა.

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად.

„– ვაკის რაიონში მე აუცილებლად მივცემ ჩემს ხმას ელენე ხოშტარიას. მინდა, რომ ჩემი რაიონის წარმომადგენელი სწორედ ის იყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ვაკელებს გვაქვს, მე მჯერა მისი.

ის არის ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანი. პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ასევე მომწონს, რომ არის ქალი. რაც შეიძლება მეტი ქალი გვჭირდება პოლიტიკაში.

ვიცი, რომ ელენეს გულთან ახლოს მიაქვს თითოეული მოქალაქის პრობლემა და გაჭირვება. ზუსტად ვიცი ყოველთვის გვერდით დაუდგება ამომრჩეველს. მე მაგალითად მაწუხებს ნაგვის ურნების პრობლემა. ამ თემაზე სასაუბროდ ვიყავი მასთან და ჩემი კორპუსის მაცხოვრებლები აქციის გამართვასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება იმას თუ რომელ პარტიას მივცემ ხმას, გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელს” მივცემ ხმას.

თავად არ გქონიათ შემოთავაზება პოლიტიკაში წასვლაზე?

– არასოდეს წავალ პოლიტიკაში მხოლოდ იმის გამო, რომ ამდენი ენერგისს დახარჯვის ნერვი არ მაქვს.

ია, ცნობილია რომ ამერიკის მოქალაქე ბრძანდებით, თუმცა ცოტა ხნის წინ ორმაგი მოქალაქეობა მიიღეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– შარშან გავხდი ორმაგი მოქალაქე, ეს გადაწყვეტილება სპეციალურად იმისთვის მივიღე, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42