ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი აცხადებენ, რომ . ქართულ სასამართლოს არ ენდობიან . მათი განმარტებით, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
"ეს განჩინება უნდა გასაჩივრდეს, აუცილებელი იყო დაცვისქვეშ მყოფთან ამაზე მესაუბრა. რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივუთითებთ იმ ფაქტობრივ და ფორმალურ უსწორებებზე, რომელიც სასამართლო ამ შემთხვევაში გამოიყენა, დაეყრდნო. მივუთითებთ იმაზე, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ბატონი ივერი ბოლომდე აპირებს ბრძოლას ამ საქმეში - საქმის მასალებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს. კომისიის წევრების ჩვენებები დევს, კომისიის თავმჯდომარეების ჩვენებები დევს. მამა კირიონის ჩვენებაა და ექსპერტის დასკვნაა რამდენიმე. ეს გამოძიება არის ცალმხირი და მხოლოდ ბრალდების ინტერესები არის გამოკვეთილი", - ამბობს მელაშვილის ადვოკატი
მასალის გამოყენების პირობები






