„აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარაბეთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი ვართ. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს გულშემატკივრობს“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
“დიდი მადლობა აჭარაბეთს, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის კალათბურთსაც, თუმცა ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს შორის და კომპანია აჭარაბეთი გახდა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა“-განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
მასალის გამოყენების პირობები