საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. 23 – 25 ოქტომბერს, ბილაინი კომპიუტერული თამაშების ჰაკათონს, Beeline Game Jam -ს ატარებს და თამაშების შექმნით დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს.
Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი გუნდები, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. პანდემიის გათვალისწინიებით, ჰაკათონი ონლაინ იმართება. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი საჩუქრად მიიღებს PlayStation 4-ს. რაც მთავარია, საინტერესო პროტოტიპების/იდეების შემქმნელ გუნდებს შესაძლებლობა აქვთ თამაშების მიმართულებით ბილაინის პარტნიორები გახდნენ და გააფორმონ ხელშეკრულება შემოსავლის გაყოფის მოდელით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა ჰაკათონის ღონისძიების გვერდზე შეუძლიათ. გუნდების რეგისტრაცია 18 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და ინოვაციური მიდგომით, მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. ამ ეტაპზე ბილაინის ციფრულ არხებში 6 თამაშია ხელმისაწვდომი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მისი თამაშების პორტალის შემდგომი განვითარება, მათ შორის ჰაკათონის შედეგად აღმოჩენილი ახალი ტალანტების მიერ ადგილობრივად შექმნილი თამაშების განთავსება.
მასალის გამოყენების პირობები