სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა - რა შეემთხვა ღამით ნასვამ ნუკი კოშკელიშვილს
სოც.მედია - 11:55, 09 Oct, 2020     2433

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველ ქალებს ბევრი რამ აქვს საერთო.

კოშკელიშვილი გამომწერებს უზიარებს პირად ისტორიას და წერს იმის შესახებ თუ რა შეემთხვა პარასკევს საღამოს, როდესაც ნასვამი იყო.

ნუკი კოშკელიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ დედაჩემმა დაიტოვა ბავშვი და წავედი მეგობრებთან ერთად, საცეკვაოთ არ გამოდის და ნუ ღია ცის ქვეშ რეგულაციების დაცვით ძალიან (თავიდან) ღირსეულად მოვწრუპეთ. მერე ყველა დაიშალ გამოიშალა, ვიღაცას მეგობარი შეხვდა, ვიღაცას შეყვარებულმა მოაკითხა, ვიღაცა სხვაგან წავიდა და დავრჩი მარტო. მაგრამ თბილისში მარტო არასდროს ხარ, იმდენ მაგარ გოგოს ველაპარაკე, იმდენი ისტორია მოვისმინე... მთელი ინსტაგრამ რესურსი არ მეყოფა რომ მოგიყვეთ და არც მოგიყვებით იმიტომ რომ პირადი ისტორიებია...

მივხვდი ერთ რამეს, ქალები აუცილებლად ერთხელ მაინც ვართ დასახიჩრებულები სასიყვარულო ურთიერთობაში. აი თითქოს არაფერი, ჩაიარა აღარც გახსოვს, მაგრამ კვალს ტოვებს და ეს იარა, კომპლექსი ხდება ან უბრალოდ გღრნის მთელი ცხოვრება. კიდე ერთ ამბავს მივხვდი რომ ეს კოვიდი მგონი კაცებზე ვრცელდება, ჩემ გარშემო ისეთ ისტორიებს ვისმენ, დედას გეფიცებით არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ბიჭების საქციელი, აი დაწერილ კანონებსაც ცდება. ოღონდ ყველა მამაკაცი შეცვლილი მგონია წელს, ზოგი უარესობისკენ, ზოგი უკეთესობისკენ. უფრო უარესობისკენ, აი როგორი ამბები მესმის იცით? „ქმარი წავიდა ჩემ დასთან და ფეისბუქიდან წამშალა“, აი რაღაც სასწაულად უცნაური ისტორიები. ან “ერთად ვიყავით 4 წელი და ერთად ვცხოვრობდით და უცბად გაქრა აღარ მწერს” ან „მომწერა მომენატრე და მიყვარხარ და რომ ვუპასუხე დამსინა” ან „სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა, აღარც მე ვუნდივარ და აღარც ჩვენი შვილები”.. აი გეფიცებით, დარწმუნებული ვარ ეს 2020-ს რაღაც ახალი სენია!!! აქამდეც ხომ მსმენია ისტორიები, ბოლოს და ბოლოს პირდაპირ ბენს კი არ გავყევი ცოლად მეც ხომ მქონდა ისტორიები. წელს რასაც ვისმენ, ყველანაირ რეკორდს ცდება! არ ფიქრობთ ასე? თუ მე დიდი ხანია აღარ ვიცი ეს „დვიჟუხა” და ჩამოვრჩი ცხოვრებას?

პ.ს ვიდეოს ავტორი @bubukoshkeli მე დავარქმევდი ამ ვიდეოს ასე „მე ვარ დედა და ჩვენც გვინდა ზოგჯერ რომ მოვეშვათ, მუსიკა შერჩეულია ისტორიების მოსმენის შედეგად და მე ვუცხადებ სოლიდარობას ყველა გულნატკენ ქალს.. არავინ არ ღირს ნერვიულობად, იყავით ბედნიერები!!! პარასკევობამ წარმატებით ჩაიარა”- წერს ნუკი კოშკელიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42