კალიფორნიაში შემზარავი ფაქტი დაფიქსირდა – 41 წლის ტიმოთი ტაკეჰარამ თავისი 9 წლის ტყუპები სამართლებლით მოკლა, შემდეგ კი იმავე ცივი იარაღით თავი მოიკლა და ეს მოხდა მაშინ, როცა მისი ცოლი და ბავშვების დედა შინ იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ “Metro” სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას შემდეგ რაც მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, ის სახლიდან გამოვარდა და გზა გადაკვეთა, დაეცა და ის გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
გოგონების ცხედრები სახლის მისაღებ ოთახში აღმოაჩინეს.
911–ზე ბავშვების დედამ დარეკა – „ჩემმა ქმარმა ჩემი ქალიშვილები დასერა“, – განაცხადა ქალმა.
ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და სამედიცინო პერსონალს შემზარავი სიტუაცია დახვდათ. გოგონების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარებს, რათა დადგინდეს, თუ რამ აიძულა მამაკაცი ამ დგომარეობამდე მისულიყო.
მასალის გამოყენების პირობები






