ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორი ამბობს, რომ მტკიცებულებებს შორის მამა კირიონის ჩვენებაა.
პროკურორის თქმით, მამა კირიონმა გამოკითხვაზე განაცხადა, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკაში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.
"მამა კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.
ივერი მელაშვილი ცალსახად აცხადებდა კირიონთან კომუნიკაციის დროს, რომ არ გააჩნდა რელევანტური რუკა, რომელიც საქართველოს რუკებს საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ის ამ რუკას ფლობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. ეს მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოყენებინეს, რომ ჩვენ გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა", - განაცხადა სადრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






