შაქარაშვილის საქმე - "შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი დადგეს?"
სამართალი - 18:04, 08 Oct, 2020     1933

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ „დღეს სახელმწიფო ბრალდებას საკუთარ შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში“.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა, მომდევნო პროცესზე ჩვენ წარმოვადგენთ დაცვის მხარის შესავალ სიტყვას. ბრალდების მხარემ ყველაფერი ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს, გარდა ერთი დეტალისა – როგორ მოხდა გარდაცვლილ შაქარაშვილზე დაზიანებების მიყენება, როგორ მოხდა მისი წყალში ჩავარდნა, რა ვითარებაში განხორციელდა ეს, ვინ არის ამის დამნახავი და ა.შ. ბრალდების მხარეს მსგავსი არაფერი უთქვამს. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირებმა განახორციელეს დაზიანებების მიყენება. ბრალდების მხარე ასევე შეეხო იმ გარემოებებს, რომ ამ პირებს სხვა ბრალიც აქვთ წარდგენილი და მიმდინარეობს მათი საქმის არსებითი განხილვა“, – აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი.

ადვოკაცის თქმით, პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება.

"პროკურატურ ვერც იტყოდა ბრალდების მხარე, როგორ განხორციელდა იმ დაზიანებების მიყენება, რაც გარდაცვლილს ჰქონდა და ასევე, წყალში როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც ამ საქმეზე დაიდება, ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც დარწმუნებულია, განაჩენი დღეს რომ დგებოდეს, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე, უალტერნატივოდ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი.

მამულაშილი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე სახელმწიფო ბრალდება მხოლოდ დაშვებით საუბრობს.

„ბრალდების მხარე სასამართლოს 20-25 წუთი ესაუბრა და ყველაფერი თქვა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა. ბრალდების მხარემ თქვა, რომ ფიზიკურად ისინი პირდაპირ მტკიცებულებებს ვერ მოიძიებდნენ, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს დაადგენდა. ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ თავად აღიარა, რომ მოსულია არარსებული მტკიცებულებებით და ეს ჩვენთვისაც გასაკვირია, რომ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა ასეთი სუსტი იყო. თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში, ამაზე პროკურატურა არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათი მსჯელობა, ვარაუდია და სხვაგვარად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით ეს დაადგინონ, უბრალოდ დაშვებას აკეთებენ, ვინაიდან სხვა ვერსია არ აქვთ, ვინ განახორციელებდა აღნიშნულ დანაშაულს. თუმცა, დანაშაული რომ განხორციელდა, ამაზეც არ უსაუბრიათ. მკვლელობის ნაწილში მხოლოდ დაშვებით საუბრობენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ, ვინაიდან იმ კონკრეტულ ადგილას სათვალთვალო კამერები არ იყო, თვითმხილველი მოწმეები არ არიან და თავად უთითებენ, რომ ეს მათი ვარაუდია“, – აცხადებს მამულაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42