მუხთარლი საქართველოში ხვალ, 9 ოქტომბერს ჩამოფრინდება და პროკურატურაში გამოკითხვაზე გეგმავს მისვლას.
შეგახსენებთ, 2014 წელს საქართველოში ემიგრირებული აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბაქოში ჩაიყვანეს, სადაც აზერბაიჯანის ოფიციალურ სტრუქტურებს ჩააბარეს.
2018 წლის იანვარში ბაქოში სასამართლომ მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოს გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
საქართველოში მუხთარლის გატაცების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ამასთან, გამქრალია სთვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც მუხთარლის გატაცების არეალია დაფიქსირებული.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პატიმრობიდან მიმდინარე წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები